რედაქტორის წინასიტყვა

ავტორები

  • რამაზ ქურდაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მაია ლომია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანოტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 11-13 ოქტომბერს მეექვსედ ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური საერთაშორისო სიმპოზიუმი (ISYSH-2024). მასში აქტიურად მონაწილეობდნენ  ჰუმანიტარული დარგის  ახალგაზრდა დოქტორები, დოქტორანტები, მაგისტრანტები საქართველოს,  ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. სიმპოზიუმის ძირითადი მიმარ­თუ­ლე­ბა იყო ქართველური ენათმეცნიერება, რომლის შესწავლის ცენტრი გახსნის პირველი დღიდანვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, თუმცა დღეისათვის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები დაინტერესებულნი არიან ქართველური ენათმეცნიერების საკითხებით.

რამდენიმე წლის წინ სიმპოზიუმის ფარგლებში დაფუძნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურ­ნალი “TSU-TI”, რომლის პირველი ნომერი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ჟურნალში ტრადიციულად სიმპოზიუმზე წაკითხული მოხსენებები იბეჭდება  შერჩევით,  ხელახალი რეცენზირების შემდეგ. წინამდებარე II ტომისთვისაც  13 მოხსენება შეირჩა, რომელთა  თემატიკა  მრავალფეროვანია.

საერთაშორისო ინტერდისციპლინურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი კვლევის შედეგების ასახვა პერიოდულ ბეჭდურ გამოცემაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ჰუმანიტარული დარგების პოპულარიზაციას და სთავაზობს ახალგაზრდებს  სამეცნიერო წინსვლის პერსპექტივებს.

წყაროები

ISYSH-2025

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-11

როგორ უნდა ციტირება

ქურდაძე R., & ლომია M. (2025). რედაქტორის წინასიტყვა. TSU-Ti — საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 4, 9. Retrieved from https://tsuti.tsu.ge/index.php/journal/article/view/61

გამოცემა

სექცია

რედაქტორის წინასიტყვა