პონტოს ლიმესი: რომაელები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში
DOI:
https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Mamuladzeსაკვანძო სიტყვები:
პონტოს ლიმესი, კავკასიის სასაზღვრო ხაზი, რომაელები, რომაული კასტელუმები, რომაული გარნიზონებიანოტაცია
პონტო-კავკასიის სასაზღვრო თავდაცვის სისტემამ ფუნქციონირება დაიწყო ვესპასიანეს (69-79) მმართველობის დროიდან, მას შემდეგ, რაც იმპერატორმა აღმოსავლეთის მთელი თავდაცვის ხაზის მოდერნიზაცია-რეორგანიზაცია მოახდინა. 72-76 წლებში რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრების მთელ რეგიონებში დაიწყო რომაული გარნიზონების განთავსება. ვესპასიანეს მიერ შექმნილმა „კაპადოკიურმა კომპლექსმა“, რომელშიც კოლხეთიც შედიოდა, მიიღო ორი ლეგიონი. ეს ლეგიონები განლაგდნენ კაპადოკია-მცირე სომხეთის ხაზზე, სათალასა და მელიტენეში.მელიტენში განლაგებული იყო სირიიდან გადმოყვანილი ”Legio XII Fulminata” (ელვისებური), ხოლო სათალაში - ახლად ჩამოყალიბებული ”XVI Flavia Firma”, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა XV Apollinaris-ით. სათალა და მელიტენე ითვლებოდა კაპადოკიის ნაწილად და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, რომაული ძალების მთავარ სადისტრიბუციო ბაზად კავკასიაში, ცხადია კაპადოკიის ლეგატის ქვეშ. მელიტენის სამხრეთით იწყებოდა „სირიის ლიმესი“.სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ტრაპიზონი გახლდათ იმპერიის უმნიშვნელოვანესი სამხედრო-ეკონომიკური ცენტრი. 64 წლიდან აქ ჩადგა რომაული გარნიზონი „Classic Pontica“. ამასთანავე, ტრაპიზონი გახლდათ იმპერიის თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი საწყისი პუნქტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში - პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზზე, რომელიც მოიცავდა ტრაპიზონის, ჰისოსის, რიზეს, ათენას, აფსარუსის, ფაზისისა და სებასტოპოლისის კასტელუმებს. II საუკუნის შუა ხანებამდე პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზი მხოლოდ სებასტოპოლისამდე ვრცელდებოდა. მაგრამ 132-152 წლებში ამ თავდაცვის სისტემის არეალი გაფართოვდა ბიჭვინთამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ პონტო-კავკასიის ხაზზე მდებარე კასტელუმების მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით უზრუნველყოფა სწორედ ტრაპიზონიდან ხდებოდა.ცნობილია, რომ რომაელებმა მუდმივი, გრძელვადიანი ციხესიმაგრეების აგებამდე ე.წ. ’Pilum Murale’-ს დროებითი ხის სიმაგრეებს აგებდნენ. სავარაუდებელია, რომ თავდაპირველად, რომაელებმა მსგავსი დროებითი ხის სიმაგრეები ააგეს, რასაც ფლავიუს არიანეც (95-175 წწ.) მოიხსენიებს ფაზისის შემთხვევაში. საინტერესოა ისიც, რომ, უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, აფსარუსში, რომელიც პონტო-კავკასიის სასაზღვო ხაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი გხლდათ, მასშტაბური მშენებლობები (ციხე-სიმაგრე, ნავსადგური) დაიწყო I საუკუნის მეორე ნახევარში. აფსარუსის კასტელუმი მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში იმპერიის აღმოსავლეთ რეგიონის უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი გახლდათ. აფსარუსში ასეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის არსებობა განპირობებული იყო მისი სტრატეგიული მდებარეობითა და განსაკუთრებული მისიით. ამავე დროს, აკონტროლებდა სანაპირო ზოლს. მისი მთავარი ფუნქცია ჩრდილო-კავკასიელი მომთაბარეებისგან მომავალი საფრთხის აღკვეთა და კავკასიისა და მცირე აზიის რომაული პროვინციების უსაფრთხოების დაცვა გახლდათ. აფსარუსის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა II საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც იბერიის სამეფომ დაიპყრო კოლხეთის სანაპიროს ნაწილი. პონტო-კავკასიური სასაზღვრო თავდაცვის სისტემის მეშვეობით, რომელიც წარმატებით ინარჩუნებდა რეგიონში სამხედრო და ეკონომიკურ სტაბილურობას III საუკუნის შუა ხანებამდე იარსება. ამ პერიოდში შეწყდა ჩრდილოკავკასიელი მომთაბარეების თავდასხმები კოლხეთსა და რომის სხვა პროვინციებზე; აღიკვეთა მეკობრეობა და ძარცვა; უზრუნველყოფილი იყო იმპერიის შორეული პროვინციების უსაფრთხოება და ადგილობრივი ტომებიც რომის რეალური კონტროლის ქვეშ მოექცნენ. IV საუკუნის დასაწყისიდან რომის სასაზღვრო თავდაცვის სისტემა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ჩვეული ძალით განახლდა, თუმცა მისი ფუნქციონირება მხოლოდ IV საუკუნის II ნახევრამდე გაგრძელდა.
წყაროები
Bennett, J. 2002: ‘The Cappadocian frontier: from the Julio-Claudians to Hadrian in Freeman, P.W.M., Bennett, J., Fiema, Z.T., Hoffmann, B. (eds), Limes XVIII. Oxford: 301
Bowersock, G.W. 1973: ‘Syria under Vespasian’ Journal of Roman Studies 63: 133
Braund, D. 1994, Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC–AD 562. Oxford. Christodoulou, D. N. 2002, Galerius, Gamzigrad, and the Fifth Macedonian Legion. JRA 15, 275–281.
Braund, D. 1996: ‘River frontiers in the environmental psychology of the Roman world’ in Kennedy, D.L. (ed.), The Roman Army in the East. Ann Arbor MI: 43–47
Crow, J.G. 1986: ‘A review of the physical remains of the frontiers of Cappadocia’ in Freeman, P.W.M., Kennedy, D. (eds), The Defence of the Roman and Byzantine East. Oxford: 77–91
Dabrowa, E. 1998: The Governors of Roman Syria from Augustus to Septimius Severus
Dobson, B. 1986: ‘The Roman army: wartime or peacetime army?’ in Eck, W., Wolff, H. (eds), Heer und Integrationspolitik. Die römischen Miliärdiplom als historische Quelle. Cologne: 10–25
Duch, M. 2017, Stamps on Bricks and Tiles from Novae. Outline of Chronology. Novensia 28, 99–119.
Edwards N. Luttwak. The Grand Strategy of the Roman Empire. From the First Century A.D. to the Third. Baltimore. 1981, 192-193;
Fink, R.O. 1971: Roman Military Records on Papyri. Cleveland
French, D.H. 1988: Roman Roads and Milestones of Asia Minor 2
French, D. H. 1990 b, The Legio V Macedonica in Northern Asia Minor. In: M. Sağlam / B. Kodaman / J.-L. Bac- qué-Grammont / M. A. Ünal / M. Özbalcı (eds), İkinci Uluslararası Tarih Boyunca Karadeniz Kongresi Bildi rileri, 1–3 Haziran 1988 / Congrès international sur la mer Noire, du 1er au 3 juin 1988 à Samsun. Samsun, 555–561.
Gamkrelidze, G. 2014, Archaeology of Roman Period of Georgia (Iberia-Colchis). Essay and Catalogue. Tbilisi.
Giardina, A. 1996, Roma e il Caucaso. In: Il Caucaso: cerniera fra culture del Mediterraneo alla Persia (secoli IV–XI). Spoleto, 85–141.
Ivanov, R. T. 2017, Building Ceramics from Variana. In: idem (ed.), Between Danube and Haemus Mountain (1st–6th c. A.D.). Sofia, 86–97.
Kakhidze, E. 2008, Apsaros: A Roman Fort in Southwestern Georgia. In: P. G. Bilde / J. H. Petersen (eds), Meetings of Cultures in the Black Sea Region: Between Conflict and Coexistence. Aarhus, 303–332.
Karasiewicz-Szczypiorski, R. 2016, Apsaros. Early Headquarters Building (principia). New Location? Pro Georgia 26, 53–63.
Karasiewicz-Szczypiorski, R. / Mamuladze, S. 2019, Early Fortifications at Apsaros Fort (Gonio, Georgia). New Discoveries. Pro Georgia 29, 63–76.
Karasiewicz-Szczypiorski, R., Mamuladze Sh., Speidel M.A. New and Revised tile Stamps from the Roman fort of Apsaros (Gonio, Georgia). 2022.
Kennedy, D. 1985, The Composition of a Military Work Party in Roman Egypt (ILS 2483: Coptos). JEA 71, 156–160.
Kennedy, D.L. (ed.) 1996: The Roman Army in the East. Oxford
Lekvinadze, V. A. 1969, Pontijskij limes. VDI 108, 75–93
Luttwak, E.N. 1976: The Grand Strategy of the Roman Empire: from the First Century AD to the Third. Baltimore
Mamuladze, Sh.,Khalvashi, M., Aslanishvili, L., 2002, Rimskie garnizony Apsara. VDI 1, 33–39.
Mitford, T.B. 1974: ‘Some inscriptions from the Cappadocian Limes’ Journal of Roman Studies 64: 160–75
Mitford, T.B. 1980: ‘Cappadocia and Armenia Minor: historical setting of the Limes’ Aufstieg und Niedergang der römischen Welt 2.7.2: 1169–228
Mitford, T. B. 1997, The Inscriptions of Satala (Armenia Minor). ZPE 115, 137–167.
Mitford, T. B. 2018, East of Asia Minor. Rome’s Hidden Frontier. Oxford.
Sinclair, T. A. 1989: Eastern Turkey: an Architectural and Archaeological Survey III. London
Speidel, M.A. 1998: ‘Legio IIII Scythica, its movements and men’ in Kennedy, D.L. (ed.), The Roman Army in the East. Ann Arbor MI: 163–204
Speidel, M. A.2009, The Development of the Roman Forces in Northeastern Anatolia. In: M. A. Speidel, Heer und Herrschaft im Römischen Reich der Hohen Kaiserzeit. Stuttgart, 595–631.
Tomlin, R. S. O. 1992, RIB 2459–2463. Legionary Tile-Stamps: Introduction. Oxford, 125–127.