კომუნისტური პარტიის როლი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების განსაზღვრისათვის: მიზეზთა დადგენა
DOI:
https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Samsoniaსაკვანძო სიტყვები:
საოლქო კომიტეტი, პროფკავშირი, კოლექტივიზაცია, დიდი ტერორი, ობიექტური შეფასებაანოტაცია
წინამდებარე კვლევაში საარქივო მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გადმოცემულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება აჭარის რეგიონში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. სტატიაში არსებული მთელი რიგი საარქივო მასალებისა პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში. კვლევის პერიოდში გამოვლინდა ახალი დეტალები, რომელბიც ნათლად წარმოგვიდგენენ იმ რთულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არსებობდა „დიდი ტერორის“ პერიოდში აჭარაში. მოცემული პერიოდის ისტორიის კრიტიკული ანალიზი ძალზედ აქტუალურია დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. საბჭოთა წარსულის გადაფასება უმნიშვნელოვანეს საკითხთა კატეგორიას განეკუთვნება თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიისათვის. ჩვენი მიზანია ამ საქმეში მოკრძალებული წვლილის შეტანა.ნაშრომში განხილულია კომუნისტური პარტიის როლის მნიშვნელობის შესახებ. საარქივო მასალების საფუძველზე დგინდება ის რთული პოლიტიკური ვითარება რომელიც არსებობდა რეგიონში. ნაშრომში განხილულია ადგილობრივი კომუნისტური პარტიის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელბიც ეხებოდა სოფლად კოლექტივიზაციის პროცესს, ასევე პარტიის წმენდის საკითხს „არაკეთილსაიმედო ელემენტებისაგან“ და სხვა.
წყაროები
ასყდმკ,(1971). აჭარის საბჭოების ყრილობები, დოკუმე-ნტებისა და მასალების კრებული 1921-1937 წწ. ბათუ-მი:საბჭოთა აჭარა.
ბაუჟაძე, ა. (1962). აჭარის მშრომელთა ბრძოლა საკოლ-მეურნეო წყობილების გამარჯვებისთვის. ბათუმი: საბჭოთა აჭარა.
გოცირიძე, მ. (1971). აჭარის ქალები ახალი ცხოვრების მშენებლები. ბათუმი: საბჭოთა აჭარა.
თურმანიძე, ო. (2016). ერთი სოფლის რეპრესირებულთა ისტორია. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომების კრებული. ტ. XII. ბათუმი: ბსუ გამომცემლობა.
თურმნიძე, ო. (2019). საბჭოთა რეჟიმი და მასობრი-ვი რეპრესიები აჭარაში (1921-1952). ბათუმი: ბსუ გამომცემლობა.
კობიაშვილი, მ. (2019 პროლეტარული ნარატივი ქართულ მწერლობაში (1921-1940). საქართველოს საპატ-რიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმანი-ტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა. თბილისი. http://dl.sangu.edu.ge/pdf/dissertacia/maiakobiashvili.pdf
კურტუა ს., ვერთი ნ., და პანე ჟ. ლ. (2011). კომუნიზმის შავი წიგნი-დანაშაულები, ტერორი, რეპრესია.თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ჟვანია, გ.კ (1985). საქართველოს კომპარტიის ყრილო-ბები-ცნობარი. თბილისი: საბჭოთა საქართველო
სურმანიძე, რ. (2014). ტრაგედია ბათუმში (1937-1938).თბილისი: ივერიონი.
საარქივო სამმართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივი (შემდგომში ასსცსა),
ფონდი პ-1, აღ-წერა 1, საქმე 2
ასსცსა, ფ.პ-1, აღწ.1, საქმ.982
ასსცსა, ფ.პ-1, აღწ.4, საქმ.227
ასსცსა, ფ.პ-1, აღწ. 3, საქმ. 228
ასსცსა, ფ.პ-1, აღწ. 4, საქმ. 108
ასსცსა, ფ. პ-1, აღწ. 4, საქმ. 113
ასსცსა, ფ. პ-1, აღწ. 4, საქმ. 109
ასსცსა, ფ.პ-1, აღწ. 4, საქმ. 226
ასსცსა, ფ.პ-8,აღწ.1, საქმ. 58
ასსცსა, ფ.პ-8, აღწ. 1, საქმ.42,
ასსცსა, ფ. პ-12, აღწ. 2, საქმ. 75
ასსცსა, ფ.პ-12, აღწ. 2, საქმ. 42,
ასსცსა, ფ.რ-4, აღწ. 1, საქმ. 552