ჯარისკაცი და განათლება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში: 1918-1921

ავტორები

  • ნატო სონღულაშვილი /საქართველო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო https://orcid.org/0000-0002-0731-3873

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Songhulashvili

საკვანძო სიტყვები:

ჯარისკაცი, განათლება, საქართველოს პირველი რესპუბლიკა

ანოტაცია

მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ქართველი ერის მთავარი ლოიალობის ობიექტი _ მეფე აღარ არსებობდა, გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, სასულიერო წოდების წარმომადგენლებს სერიოზული დაბრკოლებები შეექმნათ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული უფლებების რეალიზაციისთვის. ხაზგასასმელია, რომ ხალხთან მთავარი დამაკავშირებელი და ეროვნული იდეების მატარებელი ყოველთვის იყო სამღვდელოება. ამ უფლების ჩამორთმევის შემდეგ, რუსეთმა მაინც ვერ შეძლო საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კავშირის სრული აღმოფხვრა ხალხსა და ეკლესიას შორის, საჭირო გახდა ახალი ორგანოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ხალხთან კავშირს და რაც მთავარია, ეროვნული იდეების ქადაგებას. სკოლა გარდა იმისა, რომ საგანმანათლებ-ლო დაწესებულება იყო, მას ახალი ეპოქა ახალ მოთხოვებს უყენებდა. ამიტომ საჭიროა გამოირკვეს: 1. რა როლი ჰქონდა და რა მეთოდებით მოითხოვდა ქართული კულტურული ელიტა ქართულ ენაზე წარმოებულ განათლებას. 2. რა ფორმით უნდა მომხდარიყო სკოლების საშუა-ლებით ეკონომიკური, სამეურნეო განათლების და ეროვნული ცნობიერების ამაღლება და თავისუფლებისათვის ბრძოლის პროცესში ყველა სოციალური ფენის ჩართვა. კაპიტალისტური წყობის დამკვიდრებამ ახალი სოციალური ფენების: პროლეტარიატის და ბურჟუაზიის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ბატონყმობის გა-უქმებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სისტემა. ახალ გარემოში ახალი მოთხოვნები და გამოწვევები გაჩნდა. არა მხოლოდ პროლეტარიატი და ბურჟუაზია, არამედ მთელი საზოგადოება ძირეულ გარდაქმნებს განიცდიდა. მით უმეტეს, რომ XIX საუკუნეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ევროპაში საკმაოდ გაძლიერდა, რასაც შედეგად ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბება მოჰყვა. საქართველო ამ ცვლილებებს განსხვავებულად ხვდება. ის, როგორც რუსეთის იმპერიის დაპყრობილი ნაწილი, ბუნებრივია აქ მიმდინარე მოვლენების ზეგავლენას განიცდის და მაშინ, როცა ევროპაში ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალ გზებს ეძებს და ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტა ბრძოლის განსხვავებული მეთოდებით საზოგადოების ეროვნული ცნობიერების ამაღლების მეშვეობით საერთო ქართული სივრცის შექმნას და ყველა სოციალური ფენის თანაბრად ჩართვას ცდილობს დამოუკიდებ-ლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში. ეს პროცესი გრძელდება 1918-1921 წლებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაანალიზდეს რა ფორმით ვი-თარდებოდა ეროვნული იდეა? როგორ მოიაზრე-ბოდა განათლების პროცესი? პირველი რესპუბლიკის პერიოდი ერთ-ერთი რთული მონაკვეთია საქართველოს ისტორიაში. ერთი მხრივ, ყალიბდება და მეორე მხრივ, განვი¬თარებას განიცდის ეროვნული მოძრაობის იდეოლოგიური ფორმები, რომლის უპირველეს გამოხატულებას წარმოადგენა განათლებული და საკუთარი ქვეყნის ისტორიის მცოდნე საზოგადოება. როგორც უკვე აღვნიშნე, XIX საუკუნის II ნახევრიდან დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესი განათლებული და ნაციონალური იდეის შეგნებით განმსჭვალული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ იყო მიმართული. ამ პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა 1918-1921 წლებში მიმდინარე მოვლენები. დამოუკიდებელმა საქართველომ გეზი დასავ-ლეთზე აიღო და მისი მიზანი გახდა ქვეყნის სხვადასხვა სფეროს ევროპეიზაცია და მათ შორის განსაკუთღებული ადგილი დაიკავა განათლების ფაქტორმა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამოსავალ მიზნად დაისახეს ქართული ჯარის გარდაქმნა, არა მხოლოდ სამხედრო-პროფესიონალური თვალსაზრისით, არამედ მათი საგანმანათლებლო და ეროვნული შეგნების ამაღ-ლებით. მანამდე, ანუ 1918 წლამდე ქართველი ჯარისკაცისთვის ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, ისინი რუსეთის საიმპერატორო კარის უშუალო დასაყრდენს და მისი ნების შემსრულებელს წარმოადგენდნენ. ეროვნულმა მთავრობამ კი პირველ რიგში ჯარისკაცის ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას მიაქცია ყურადღება.

წყაროები

Journal, Army of the Republic, 1918, # 1, p. 6

CSAG 1863, census 1, Acts. #9, sheet. 20

CSAG 1863, census. 1, Acts. # 9, sheet. 90

CSAG 1863, census. 1, Acts. # 9, Sheet. 197

CSAG 1833, census1, Acts. #1072, sheet. 19

CSAG 1833, census1, Acts. # 1072, sheet. 22

CSAG 1833, census1, Acts. # 1072, sheet. 23

CSAG 2016, census 1, Acts. # 65, sheet. 188

CSAG 1840, census 1, Acts. # 1, sheet. 55

CSAG 1840, census 1, Acts. # 1, sheet. 55

CSAG 1863, census 1, Acts, #680, sheet. 40

CSAG 1830, census 1, Acts. # 9, sheet. 1-2

CSAG 1830, census 1, Acts. # 9, sheet. 20

CSAG 1830, census 1, Acts. # 9, sheet. 20

CSAG 1830, census 1, Acts. # 9, Sheet. 31-32

CSAG 1830, census 1, Acts. #25, sheet. 90

CSAG 1830, census 1, Acts. # 52, sheet. 2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-07

როგორ უნდა ციტირება

/საქართველო N. S. (2022). ჯარისკაცი და განათლება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში: 1918-1921 . TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 1(1). https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Songhulashvili

გამოცემა

სექცია

სტატიები