„მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ მოღვაწეობის ერთი ნაკლებად შესწავლილი საკითხი (ბრძოლა შობის დღესასწაულის წინააღმდეგ)

ავტორები

  • მიხეილ ქართველიშვილი /საქართველო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

საკვანძო სიტყვები:

„მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ბრძოლა, შობა

ანოტაცია

თანამედროვე ეტაპზე, საბჭოთა პოლიტიკის კომპლექსურ შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა, როგორც ქართულ, ასევე რუსულ და დასავლურ ისტორიოგრაფიში, სადაც გამორჩეულ ადგილს იკავებს საბჭოთა რელიგიური პოლიტიკის მიმართულება, რადგან სრულიად აშკარა ხდება, რომ მისი სათანადო გაანალიზების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია გააზრებულ იქნას საბჭოთა იდეოლოგიის, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ცალკეული მნიშვნელოვანი და ფუნდამამენტური საკითხები.საბჭოთა რელიგიური პოლიტიკის შესწავლის დროს ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირს“ ორგანიზაციას, რომელთანაც დაკავშირებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული არაერთი ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“-ს დაარსება, მისი მუშაობის სპეციფიკა, ძირითადი მიმართულებები და ცალკეული მნიშვნელოვანი მახასიათებლები ქართულ, რუსულ და დასავლურ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, იკვეთება გარკვეული საკითხები, რომელთა შესწავლასაც ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი, არადა მათ გაანალიზებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.წინამდებარე ნაშრომში განზრახული გვაქვს შევისწავლოთ „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ ერთი კონკრეტული მიმართულება ბრძოლა ქრისტიანული დღესასწაულების, კერძოდ ქრისტესშობის დღესასწაულის წინააღმდეგ. შევეცდებით გავაანალიზოთ თუ რა იყო საბჭოთა ხელისუფლების მიზანდასახულობა ამ მიმართულებით, როგორ ცდილობდნენ ისინი მათთვის სასურველ შედეგზე გასვლას.საკვლევი პრობლემის აქტუალობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტი, კერძოდ პირველ რიგში, როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ ეს საკითხი მეცნიერულად ნაკლებად შესწავლილთა კატეგორიას განეკუთვნება, გარდა ამისა საბჭოთა წარსულის სათანადო შესწავლა აუცილებელი თანამედროვე ეტაპზე, რადგან სრულიად აშკარად იკვეთება, რომ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები თუ სტერეოტიპები ჯერ კიდევ მძაფრად არის ქართული საზოგადოების მსოფლმხედველობაში ფესვგადგმული, სწორედ ამიტომ საბჭოთა იდეოლოგიური პოლიტიკის შესწავლას განსაკუთღებული ადგილი უნდა დაეთმოს, სადაც კომუნისტური ხელისუფლების დამოკიდებულებას რელიგიისა და ეკლესიისადმი განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს. ნაშრომში შესწავლილი გვაქვს საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული პრაქტიკული თუ იდეოლოგიური პოლიტიკა ქრისტიანული დღესასწაულებისადმი, რა გამოხატულება ჰქონდა მას, რა ღონისძიებები ტარდებოდა ამ მიმართულებით. საგანგებო ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ცენტრალური ხელისუფლებიდან მომდინარე დირექტივა თუ როგორ სრულდებოდა რუსეთში და გამოხატვის რა თავისებურებები გააჩნდა ქართულ რეალობაში.

წყაროები

სუიცა, ფ. 1547, ს. 52, ფურც. 15-16). საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი №1547, საქმე №52.

(სუიცა, ფ. 1547, ს. 52, ფურც. 85). საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი №1547, საქმე №52.

„ქრისტეს შობის“, (1938). „ქრისტეს შობის“ დღესასწაულის და რეაქციული როლი (მასალები მომხსენებლებისათვის). თბილისი.

„ქრისტეს შობის“, (1938). „ქრისტეს შობის“ დღესასწაულის წარმოშობა და რეაქციული როლი. ჟურნ. „მებრძოლი ათეისტი“. 1939. №11.

„შობის“ წინააღმდეგ, (1929). „შობის” წინააღმდეგ საქართველოს უღმერთოთა კავშირის მოწოდება. გაზ. „კომუნისტი“. 1929. 12 დეკემბერი. №286.

გადავაქციოთ „შობის“ (1929). „გადავაქციოთ „შობის“ დღე ინდუსტრიალიზაციის დღეთ“. გაზ. „კომუნისტი“. 1929. 12 დეკემბერი. №286.

გვაზავა, 1922, ანტირელიგიური კამპანიის დასაწყისი და კომკავშირის შობა. გაზ. „კომუნისტი“. №302. 1922. 31 დეკემბერი.

კეკელია, (1924). კომკავშირის შობა. გაზ. „კომუნისტი“. 1924. 20 დეკემბერი. №291.

კეკელიძე, კ. (1954). მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ. თბილისი.

ლუტიძე, ბ (1958). ადგილობრივი ქრისტიანული დღესასწაულები და მათი მავნე ხასიათი. თბილისი.

პავლიაშვილი, ქ. (2008). საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია (1800-1945). ნაწილი 1. თბილისი.

პერისი, დ. (1998), Storming the Heavens: The Soviet Le ague of the Militant Godless. Cornell University Press.

პოსპიელოვსკი, დ. (1988), Soviet Studies on the Church and the Believer’s Response to Atheism: Volume 3 of A History of Soviet Atheism in Theory and Practice, and the Believer. Volume 2. Palgrave Macmillan UK.

როგორ იბადებიან, 1922, როგორ იბადებიან ღმერთები. თეზისები ახალგაზრდათა კომკავშირის შობის დღესასწაულისათვის. გაზ. „კომუნისტი“. 1922. 31 დეკემბერი. №302.

რუმიანცევი, ნ (1938). ქრისტეს შობა, მისი წარმოშობა და კლასობრივი როლი. თბილისი.

ს. მ. (1923) კომუნისტური ახალგაზრდობის შობის დღესასწაული. გაზ. „კომუნისტი“. 1923. 10 იანვარი. №6.

საეკლესიო დღესასწაულები (1923) საეკლესიო დღესასწაულები. შობა ქრისტესი. გაზ. „კომუნისტი“. 1923. 7 იანვარი. №5.

სახაროვი, ს. რატომ და როგორ უნდა ვიბრძოლოთ შობის დღესასწაულის წინააღმდეგ // მებრძოლი ათეისტი. - თბილისი, 1940. - №12. - გვ.10-13.

სილაგაძე, ე. (2014). „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ისტორია საქართველოში 1928-1947 წწ. ისტორიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი.

სმოლკინი, ვ. 2018, A Sacred Space Is never Empty. A History of Soviet Atheism. Princeton University Press.

ყუბანეიშვილი, ს. (1931). შობის დღესასწაული. მესამე შევსებულ-შესწორებული გამოცემა. ტფილისი.

შ. ა. (1924). კომკავშირის შობისათვის. გაზ. „კომუნისტი“. 20 დეკემბერი, 1924. 20 დეკემბერი. №291.

ხუციშვილი, მ. (1987). საქართველოს ეკლესიის სოციალურ-პოლიტიკური პოზიცია XIX-XX საუკუნეებში. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-07

როგორ უნდა ციტირება

/საქართველო M. K. (2022). „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ მოღვაწეობის ერთი ნაკლებად შესწავლილი საკითხი (ბრძოლა შობის დღესასწაულის წინააღმდეგ) . TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 1(1). Retrieved from https://tsuti.tsu.ge/index.php/journal/article/view/22

გამოცემა

სექცია

სტატიები