შტამპური საბეჭდავები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
DOI:
https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Chogovadzeსაკვანძო სიტყვები:
შტამპური საბეჭდავები, საქართველო, არქეოლოგიაანოტაცია
აღნიშნულ თეზისში მოკლედ განვიხილავ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის თიხის საბეჭდავებს, უმეტესად შტამპებს და ასევე ვისაუბრებ ამ არტეფაქტების ანალოგების შესახებ. ამ საკითხის კვლევა ჯერ კიდევ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას დავიწყე. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ხსენებულ ეტაპზე მოხერხდა ამ საბეჭდავების კატალოგის და კლასიფიკაციის შედგენა. სადოქტორო ნაშრომში კი ვგეგმავ, რომ დავასრულო აღნიშნული საბეჭდავების კვლევა.როგორც გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის საბეჭდავების კვლევისას გამოჩნდა, ხშირ შემთხვევაში მათ ზედაპირზე არის დატანილი ის გამოსახულებები, რომელებიც ფართოდ იყო გავრცელებული სხვა უძველეს კულტურებში სხვადასხვა პერიოდში, თუმცა ამავდროულად ზოგიერთი გამოსახულება ადგილობრივი უნდა იყოს. როგორც ცნობილია, ხალხებს რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში ჰქონდათ ინტერკულტურული და სავაჭრო ურთიერთობები მეზობელი კულტურის წარმომადგენლებთან და ეს ფაქტი კარგად აისახა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ქართულ საბეჭდავებს მოეპოვებათ პარალელები უძველეს კულტურებში ევროპის ტერიტორიიდან ინდის ველის ჩათვლით. საქართველოში გამოჩენამდე აღნიშნული ტიპის საბეჭდავები უფრო ადრეულ პერიოდებში გავრცელებული იყო სხვა ტერიტორიებზე და სწორედ ამ რომელიმე უძველესი კულტურიდან უნდა შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე ეს საბეჭდავები. ჩემი ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ გავარკვიო თუ საიდან, რა გზით, როდის და რატომ გავრცელდა საქართველოს ტერიტორიაზე გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში შტამპური საბეჭდავები განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით და უეცრად, რადგან აშკარაა რომ წინამორბედ პერიოდებში თითქმის არ გვხვდება მსგავსი ტიპის საბეჭდავები საქართველოს ტერიტორიაზე. ამ საკითხის გასარკვევად ვიყენებ რამდენიმე მეთოდს, როგორიცაა არტეფაქტების ერთმანეთთან შედარება და მოძიებული ანალოგების რუკაზე დატანა ქრონოლოგიურად. ეს შესაძლებლობას მომცემს რომ მეტ-ნაკლებად აღვადგინო მსგავსი ტიპის საბეჭდავების გავრცელების ტერიტორიები, გზები და ის თუ საიდან მოხდა მათი შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ნათელია, რომ საბეჭდავები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამ პერიოდის ადამიანების ყოველდღიურ ყოფაში, რადგან ისინი საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლზეა აღმოჩენილი. სამწუხაროდ, გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის საქართველოს არქეოლოგიის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ფაქტი არსებობს, ამ პერიოდის ამ ტიპის არტეფაქტების შესწავლამ კი, შესაძლოა ნათელი მოჰფინოს ბევრ მსგავს საკითხს. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის საბეჭდავების მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ მათ მრავალი ანალოგი მოეპოვებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ და აუცილებელია, რომ ისინი სხვა კულტურის საბეჭდავებთან ერთად იქნას შესწავლილი.
წყაროები
Алиев В. (1971). Археологические раскопки в урошище Бабадервиши. Советская Археология, №2, 223-232 стр.
Бардавелидзе В.В. (1957). Древнейшие религиозние верования и обрядовое и графическое искусство грузинских племён. Тбилиси.
Buchanan B. Moorey P. (1988). Catalogue of ancient Near Eastern seals in the Ashmolean Museum Vol. III.: The Iron Age stamp seals (c. 1200-350 BC). Oxford: Clarendon.
Collon D. (1997). 7000 years of seals. London: British museum Press.
Chogovadze T. (2019). Gvian Brinǯao-Adre Rkinis χanis Sabečdavebi [Late Bronze – Early Iron Age seals (research and catalogue)]. Tbilisi: TSU (The research paper has been completed in order to obtain Master’s Academic Degree in Archaeology).
Davliandze R, Sadradze V. (1993). Narekvavis namosaχlari da samarovani [Narekvavi settlement and cemetery]. Tbilisi: “Mecniereba”.
Kakhidze A, Fartenadze T. (2017). Ačara Adreantiḳur χanaši. [AJara in the early Antiquity (Colchian Classics)]. Batumi.
Fitskhelauri K. (1973). Aġmosavlet Sakartvelos tomta istoriis ʒiritadi ṗroblemebi (ʒv. c̣ XV – VII ss.) [Main problems of East Georgian tribes (XV – VII century BC)]. Tbilisi: “Mecniereba”.
Fitskhelauri K. (1965). Ior-Alaznis auzis teritoriaze mosaχle tomta uʒvelesi kulṭura [Oldest culture of the tribes living in Ior-Alazani basin]. Tbilisi: “Mecniereba”.
Fitskhelauri K. (1965). Centraluramierkavkasiuri arkeologiuri kultura ʒv. c̣ XIV – XIII ss. [Central Transcaucasian archaeological culture XIV – XIII century BC]. Tbilisi: “Mecniereba”.
Freikman M. Garfinkel Y. (2017). Sealings before cities: new evidence on the beginnings of administration in the ancient Near East, Levant. The Journal of the Council for British Research in the Levant. London: Routledge.
Hasanov Z. (2018). The prehistory of knowledge exchange between the Caucasus, the Black Sea Region and Central Europe: first millenium BC. “Studies on South east Europe”: Vol 22. Pp. 52 – 79.
Kakhutaishvili D. (1964). Uplisciχe I [Uflistikhe I]. Tbilisi: “Mecniereba”.
Licheli V. (2019). Grakliani Goris Sabečdavebi [seals from Grakliani Gora]. Batumis arkeologiuri muzeumis šromebi, T. VIII. Batumi. Pp. 71-90.
Lortkipanidze, M. (1969). ʒveli Sakartvelos gliṗtikuri ʒeglebis korṗusi, I [Corpus of old Georgian Glyptic artifacts, I]. Tbilisi: “Mecniereba”.
Lortkipanidze, O. (2002). ʒveli Kartuli civilizacis sataveebtan [In the beginning of old Georgian civilizations]. Tbilisi: TSU Press. pp. 103-123.
Makkay J. (1984). Early stamp seals in South-east Europe. Budapest: Akadémiai Kiadó.
Mamuladze Sh. (2010). Aχali masalebi Sabečdavebis funkcionaluri danišnulebis zogierti sakitxis dazustebistvis [new materials for definition some of the functional purpose of the seals. TSU press. pp. 93 – 106.
Matz F. Biesantz H. Pini I. (1964). Corpus der minoischen und mykenischen Siegel. Berlin: Gebr. Mann Verlag.
Muskhelishvili D. (1978). Χovles Namosaχlaris arkeologiuri masala [archaeological materials from Khovle settelement]. Tbilisi: “Mecniereba”.
Sagona A. Zimansky P. (2009). Ancient Turkey. London: Routledge.
Shanshavili N. Sherazadashvili Z. (2013). Samχret ḳavḳasiis uʒvelesi sabečdavebi [Oldest seals of South Caucasus]. Gori: “Goris Muzeumis arkeologiuri macne”. pp. 7-25.
Tetruashvili A. (2018). Meurneobis tiṗebi Graklian goraze kvis industriis arkeologiuri da ṭrasologiuri kvlevebis mixedvit [The agriculture types on the Grakliani hill in the framework of the archaeological and the traceological researches of the stone industry]. Tbilisi: TSU press.