თბილისური ბარტმანები — გერმანული კერამიკის იმპორტი და ადგილობრივი მინაბაძები საქართველოდან

ავტორები

  • ლანა ჩოლოგაური /საქართველო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო https://orcid.org/0000-0002-8212-4175

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Chologauri

საკვანძო სიტყვები:

ბარტმანები, გერმანული კერამიკა, იმპორტი, საქართველო

ანოტაცია

წინამდებარე კვლევა ეხება  ძველ თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილ კერამიკული დოქების ერთ ჯგუფს, რომელიც მეპატონეს ბრინჯაოს თეფშთან და ვერცხლის აზარფეშასთან ერთად ქვევრში საგანგებოდ დაუმალავს. აღნიშნული კერამიკულ ჭურჭელს თიხის შემადგენლობის, ფორმის, ორნამენტაციის და  დამზადების ტექნოლოგიის გარდა, კიდევ ერთი დეტალი აერთიანებთ, ზედაპირზე დამღით დატანილი წვეროსანი მამაკაცის სახის გამოსახულება. წვეროსანი მამაკაცის დამღა ჭურჭელს გვიანი შუასაუკუნეების კერამიკის იმ ჯგუფში აერთიანებს, რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ‘ბარტმანების,’ ხოლო ინგლისურენოვან წყაროებში Bartmann/Bellarmine სახელითაა ცნობილი.  სახელწოდება ბარტმანები  გერმანული სიტყვიდან Barttmaner (წვეროსანი მამაკაცი) მომდინარეობს და აერთიანებს კერამიკას, რომელიც ცენტრალურ ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში, მდინარე რაინის წელზე არსებული სამეთუნეო სახელოსნოების მთავარი ნაწარმია. ბარტმანები XVI-XVII საუკუნეების  ევროპაში წარმოებული კერამიკის წამყვანი ფორმაა, რომელიც ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და კოლონიზაციის ფონზე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილი ბარტმანები უთუოდ ევროპული კერამიკის  ადგილობრივი მინაბაძებია, რომლებიც მოგვითხრობენ გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ევროპასთან. საქართველოს ტერიტორიაზე მოძიებული პარალელები, მათი კვლევა და შედარება ჭურჭლის ორიგინალ ცალებთან გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ თბილისში აღმოჩენილი ბარტმანების წარმომავლობაზე, დანიშნულებაზე, ფუნქციასა და მნიშვნელობაზე მისი მფლობელისთვის. აღნიშნული პრობლემატიკის კვლევა გვეხმარება ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე  საქართველოს როლის განსაზღვრაში გვიანი შუასაუკუნეების სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მსოფლიოსთან.

ავტორის ბიოგრაფია

ლანა ჩოლოგაური /საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

არქეოლოგიის მაგისტრი და სადოქტორო კანდიდატი, მოწვეული პედაგოგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არქეოლოგიის მონიტორი ძველი თბილისის სარეაბილიტაციო პროექტში. არაერთი ქართული და საერთაშორისო საველე არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე საქართველოში, ირანში, ომანში, იტალიაში (2010-დღემდე). არქეოლოგიური მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილებით საქართველოს ტერიტორიაზე.  აქტიურად ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ვორქშოფებსა და ლექციებში. ანტიკური და გვიანანტიკური ხანის მკლევარი საქართველოში. ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოცემული სტატიების ავტორი და თანაავტორი. სპეციალიზაცია - ანტიკური ხანის ვერცხლის ჭურჭელი და ამ მასალაზე დაყრდნობით საქართველოსა და კავკასიაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სურათის აღდგენა.

წყაროები

Giorgadze, Z., Niniashvili T. (2018). Pottery from Gudiashvili Street. In Online Archaeology N14. Tbilisi.95-98. https://www.heritagesites.ge/uploads/files/5c248806c5829.pdf

Tabuashvili, A. (2020). Economic history of the Medieval Georgia. Tbilisi.

Kakabadze, S. (1940). French Trade Capital to Georgia in 18th century. In The works of the Kutaisi State Pedagogical institute. Vol.1. Kutaisi. 109-122.

Mania, M. (2003). Basements of Old Tbilisi. In Georgian Antiquities N3. Tbilisi. 150-167.

Mindorashvili, D. (2015). Archaeology of Georgia II-III (High & Late middle Ages). Batumi: Shota Rustaveli Batumi State University.

Mindorashvili, D. (2009). Archaeological Excavations in Old Tbilisi (Caravanserai, Synagogue). Tbilisi

Mindorashvili, D. (2008). Archaeological Excavations in Synagogue. In Archaeological Sites of the Medieval Georgia, (Ed.) D. Mindorashvili. Tbilisi. 70-100.

Mitsishvili, M. (1974). Glazed Pottery from the Tbilisi Fortress. In Archaeological Sites of Medieval Georgia. Vol. 2. Tbilisi. 189-200.

Radiani, Sh. (Ed). (1935). Jean Shardin. A Journey in Georgia, Translated from French by Vasil Barnovi. Tbilisi: State Publishing.

Rezesidze, N. (2021). Trade-economic Relations of Dmanisi During the Middle Ages (According to the Archaeological Data). [Doctoral Disertation, Georgia Technical University]. Tbilisi.

Kikodze, M. (1973). Advancement of Economic Life in the First Quarter of the Eighteenth century. In Gerogian Chronicles vol.4.

K’aukhchishvili, S. (Ed) (1975). Foreign Sources about Georgia, book XXXVIII. A Journey of Jean Chardin in Persia and Other Eastern Countries (The Data about Georgia). Translation from French, Comments & Studies by Mzia Mgaloblishvili. Tbilisi.

Draper, J. (1984). Post Medieval Pottery 1650-1800. UK: SHIRE Publications LTD

Gaimster, D. (1997). German Stoneware 1200-1900: Archaeological and Cultural History, Containing a guide to the collection of the British Museum, Victoria & Albert Museum and Museum of London (with contributions by Robin Hildyard, John A. Goodall, Judy Rudoe, Duncan R. Hook, Ian C. Freestone and Mike S. Tite). London: British Museum Press.

Hinton, J. (2012). The Art of German Stoneware, 1300–1900: From the Charles W. Nichols Collection and the Philadelphia Museum of Art. Yale University Press. 4-60

Valentiner, W. R. (1911). German Stoneware. Bulletin of the Metropolitan Museum of Art N8. New York: The Metropolitan Museum of Art. 159-163

Шелковников, Б.А. (1950). Рейнская керамика из раскопок в Дманиси. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ) ტ. XVI-В. 163-164.

Shelkovnikov, B.A. (1950). Rhenish Stoneware from the Dmanisi Excavations. The Bulletin of the Georgian National Museum, vol.XVI-B. 163-164

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-07

როგორ უნდა ციტირება

/საქართველო . L. C. (2022). თბილისური ბარტმანები — გერმანული კერამიკის იმპორტი და ადგილობრივი მინაბაძები საქართველოდან. TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 1(1). https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Chologauri

გამოცემა

სექცია

სტატიები