აბრეშუმის გზების ისტორიულ-არქეოლოგიური კონტექსტი საქართველოში და მისი პერსპექტივა

ავტორები

  • სალომე ჯამბურია /საქართველო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო https://orcid.org/0000-0003-2169-3945

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Jamburia

საკვანძო სიტყვები:

აბრეშუმის გზები, არქეოლოგია, საქართველო

ანოტაცია

კვლევის მიზანია გამქრალი კახეთის სამეფოს დედაქალაქის, გრემის ღირებულებებისა და კულტურული მნიშვნელობის ხელახალი შეფასება, ნაქალაქარის ბიოგრაფიის დეკონსტრუქციის მეშვეობით. ამით კვლევა მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ რამდენად შესაძლებელია გრემის ისტორიულმა ლანდშაფტმა დააკმაყოფილოს UNESCO-ს „აბრეშუმის გზების ტრანსნაციონალური სერიული მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაცი“-ის კრიტერიუმები, მეზობელი ქვეყნების შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად. 2005 წლიდან ტრანსნაციონალური მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციის იდეა, რომელიც მოიცავს იმ ქვეყნების მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლებიც ნაკლებად არიან წარმოდგენილი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, გახდა ერთ-ერთი ღონისძიება „წარმომადგენელობითი, დაბალანსებული და სანდო მსოფლიო მემკვიდრეობის სიის“ ჩამოსაყალიბებლად. ათწლიანი მუშაობის შემდეგ, ამ კონტექსტში შემუშავდა აბრეშუმის გზების მსოფლიო მემკვიდრეობის ტრანსნაციონალური და სერიული ნომინაციის პროექტი. ნომინაცია ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო ქალაქების, ქარავასლების, ქულბაქების, სამხედრო პუნქტების, ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და საწარმოო ადგილების ნომინირებას, რომლებსაც ერთმანეთთან აბრეშუმის გზების კონცეფცია აკავშირებთ. აბრეშუმის გზების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სერიულმა და ტრანსსასაზღვრო ნომინაციამ ისტორიული გზის გასწვრის არსებული ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ დღის წესრიგში უკვე დიდი აქტუალობა შეიძინა. 33 კომპონენტი, მათ შორის, ქალაქები, სავაჭრო დასახლებები, საფორთიფიკაციო და რელიგიური შენობები თანამედროვე ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ჩინეთში 2014 წელს შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ტრანსსასაზღვრო კულტურული მემკვიდრეობა სახელწოდებით „აბრეშუმის გზები: სამარშრუტო ქსელი ჩანგ’ან-ტიანშანის დერეფანი”. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში უკვე არაერთ ქვეყანას აქვს წარდგენილი აბრეშუმის გზის ისტორიასთან დაკავშირებული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის მიზნით, მათ შორისაა ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საერთო ნომინაცია „ფენჯიკეთ-სამარყანდ-პოიკენტ-მერვი-ზარაფშანის მემკვიდრეობის დერაფანი“, ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალისა და ბუტანის „სამხრეთ აზიის აბრეშუმის გზები“ და ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის „ფერგანა-სირდარია აბრეშუმის გზების მემკვიდრეობის დერეფანი“. ამასთან, მიმდინარეობს სხვა დერეფნების შესწავლა დასავლეთის მიმართულებით. ისტორიული აბრეშუმის გზების ე.წ. კულტურული მემკვიდრეობის დერეფნები ახალ ღირებულებებსა და მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საზოგადოებაში. კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე დისკურში აბრეშუმის გზას ენიჭება კულტურული, სოციალური, ეკომიკური და პოლიტიკური ღირებულებები. ადგილის ბრენდირება, რეგიონალური კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა, კულტურული ტურიზმი, ინვესტიციების მიღება, სიმბოლოების შექმნა, ადგილის განცდა/შეგრძნება, იდენტობის მშენებლობა, ადგილობრივი თემების ჩართულობა, სოციალური ერთიანობა, და ა.შ. წარმოადგენდეს აბრეშუმის გზის მემკვიდრეობის იდენტიფიცირებისა და მართვის სარგებელს ქვეყნის განვითარების სტრატეგიებში მსოფლიო მასშტაბით. სულ უფრო მზარდად გლობალიზებულ სამყაროში კულტურული მემკვიდრეობა მიჩნეულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ პოტენციურად საერთაშორისო მნიშვნელობის მქონედაც. გრემის ბიოგრაფიის დეკონსტრუქცია აჩვენებს მის პერსპექტიულ საერთაშორისო პოტენციალს, რომელიც განსხვავდება მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში ამ დრომდე წარდგენილისაგან. მოცემული კვლევის თეორული ჩარჩოა გრემის არქეოლოგიური კვლევები და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის პრინციპები. თვისობრივი მეთოდი გამოიყენება გრემში აბრეშუმის გზების მტკიცებულებების შესასწავლად. კვლევა ახდენს გრემი-შემახი-არდებილის აბრეშუმის გზის მარშრუტის კარტოგრაფირებას კომპიუტერული პროგრამის Google Earth გამოყენებით. გრემის ისტორიულ ლანდშაფტთან დაკავშირებული ბიოგრაფიული მიდგომის შედეგად აშკარა ხდება, რომ ფოკუსირება გრემის მხოლოდ საუკეთესოდ შემონახულ ძეგლებზე, როგორებიცაა მთავარანგელოზთა ეკლესია და მის გვერდით არსებული სამეფო კოშკი, მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილის თვითმყოფადობის წარმოდგენას და წარმოსახვას. გრემის განხილვა, როგორც აბრეშუმის გზების ნაწილად კი, შესაძლებელს ხდის წარმოაჩინოს უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანი ისტორია მის შესახებ, რაც საშუალებას იძლევა წინ წამოსწიოს ყველა ის ღირებულება, რომელიც შეიძლება მიენიჭოს გრემის ისტორიულ ლანდშაფტს, მათ შორის სიმბოლური, ისტორიული და არქეოლოგიური.

ავტორის ბიოგრაფია

სალომე ჯამბურია /საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

სალომე ჯამბურია არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებული. 2018-2019 წლებში ის იყო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL)  მიწვეული მკვლევარი სტუდენტი. სალომე ჯამბურია ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის UCL-ის მაგისტრის ხარისხს (2014) კულტურული მემკვიდრეობის კვლევებში, ასევე თსუ-ს მაგისტრისა (2012) და ბაკალავრის (2010) ხარისხებს არქეოლოგიაში. აქვს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის 9 წელზე მეტი ხნის გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო ინსტიტუტებში. მისი საერთაშორისო გამოცდილება დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან როგორებიცაა: UNESCO-ს მრჩეველთა ორგანო – ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო (ICOMOS) პარიზში, ინგლისის მემკვიდრეობა (English Heritage) ლონდონში და კემბრიჯის არქეოლოგიური სამსახური (Cambridge Archaeological Unit) კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში.

მისი კვლევის ინტერესებია: აბრეშუმის გზის არქეოლოგია, მემკვიდრეობა და კულტურული დიპლომატია, იუნესკოს „აბრეშუმის გზების მსოფლიო მემკვიდრეობის ტრანსნაციონალური და სერიული ნომინაციის სტრატეგია“ და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი.

სალომე, კვლევითი საქმიანობის პარალელურად, მუშაობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

წყაროები

Clements, J. (2017). A History of the Silk Road. Haus Publishing: London.

Chilashvili, L. (1968). Kalakebi Feodaluri khanis Sakartveloshi, I. Tbilisi: Metsniereba

Chilashvili, L. (1970). Kalakebi Feodaluri khanis Sakartveloshi, II. Tbilisi: Metsniereba

Chilashvili, L. (1980). Kakhetis kalakebi. Tbilisi: Metsniereba.

Baird M. F. (2017). Critical Theory and the Anthropology of Heritage Landscapes. University Press of Florida.

Braund, D., Javakhishvili, K., Nemsadze,G. (2009). The Treasury of Zghuderi - Elite burials of the Caucasian Iberia in the Roman Period 200-250 AD. Tbilisi: Georgian National Museum.

De la Vaissière, É. (2014). Trans-Asian trade, or the Silk Road deconstructed (antiquity, middle ages). In L. Neal & J. Williamson (Eds.), The Cambridge History of Capitalism (pp. 101-124). Cambridge: Cambridge University Press.

Dundua, T. (2013). Money in Classical and Hellenistic Periods: Coin Issues and Monetary Circulation in Colchis and Iberia (Georgia). Tbilisi: Meridian Publishers.

Dundua, T. (2019). Transcaucasian Trade Route. Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Humanities, Institute of Georgian History, Proceedings XV, 9-20. https://geohistory.humanities.tsu.ge/images/SHROMEBI/SHROMEBI-15/GEO_XV/001_Tedo_Dundua.pdf

Fellmeth, U. (2006). “Tabula Peutingeriana”, In: Brill’s New Pauly, Antiquity volumes eds Hubert Cancik and Helmuth Schneider. doi.org/10.1163/1574-9347_bnp_e1128120.

Frankopan, P. (2015). The Silk Roads: A New History of the World. London: Bloomsbury Publishing.

Gagoshidze, I. (2020). Takhtidziri Cemeteries. Tbilisi: Cezanne.

Gamkrelidze, G. (1983). Mtisdziri. In: O. Lordkipanidze, ed., Vani Archaeological Excavations, Tbilisi: Mecniereba, 127–128.

Gamkrelidze, G. (2021). Archaeology of Georgia (5th Century BC - 5th Century AD). Iberia-Colchis. Supplement I., Tbilisi: Georgian National Museum.

Giviashvili, I. & Koplatadze, I. (2004). Tao-Klarjeti. Tbilisi: TSU Publishing.

Hansen, V. (2012). The Silk Road: A New History. New York: Oxford University Press.

Jamburia.S, (2021). What could be the future of the past: capturing a potential value of Gremi historical landscape. Spekali 15 (1). DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-5

Jing, F., & Denyer, S. (2019). Safeguarding cultural heritage along the Silk Roads. In: M. Rossler, G. Doubleday, (eds). World Heritage, 93. London: Publishing for Development Ltd.

Kopaliani, J. (2017). Dmanisi: a site of ancient town. Tbilisi: Tsigni+eri.

Lordkipanidze, O. & Muskhelishvili, D. (2011). Sakartvelos udzvelesi savachro-satranzito gzebi, Analebi 7, 126–203.

Lordkipanidze, O. (2002). Trade on the Black Sea. A Historic Forerunner of the Great Silk Road. In: M. Faudot, A. Fraysse and E. Geny, eds., Pont Euxin et commerce: la genèse de la « route de la soie ». Actes du IX Symposium de Vani (Colchide, 1999), Besançon: Institut des Sciences et Techniques de l'Antiquité, pp. 7–13.

Lortkifanidze, B., Murgulia, N. (2014). Svaneti in Relationship with Byzantium and Sasanian Iran in the 5th -6th centuries. Bulletin of the Georgian National Museum, 5 (50-B), 95-115.

Licheli, V. (2020). Intellectual Innovations in Georgia (11th-9th Centuries BC), Excavations at Grakliani Hill. Ancient Civilizations from Scythia to Siberia 26 (1). pp. 350-361. doi:10.1163/15700577-12341378

Matthee, R. (1999). The Politics of Trade in Safavid Iran: Silk for Silver, 1600-1730. Cambridge University Press.

Mepisashvili R. (1979). The arts of ancient Georgia London: Thames and Hudson.

Melikishvili, G. (2006). Karti VIII-I saukuneebshi. In N. Shoshiashvili ed. Sakatvelos Istoria I. Tbilisi: TSU.

Millward, J. A. (2013). The Silk Road: A Very Short Introduction. New York: Oxford University Press.

Mindorashvili, D. (2015). Sakartvelos arkeologia. II-III. Batumi: Batumi Shota Rustaveli State University.

Mikeladze, T. (1978). Arkeologiuri kvleva-dzieba rionis kvemo tselze. Tbilisi: Metsniereba.

Mustafayev, S. (2018). The Trade Routes and the Silk Trade along the Western Coast of the Caspian Sea from the 15th to the First Half of the 17th Century 3 (2) 23-48.

Pliny. Natural History, Volume II: Book 6. Translated by H. Rackham (1942). Loeb Classical Library 352. Cambridge, MA: Harvard University Press.

Strabo (19171932). The geography of Strabo. London: W. Heinemann.

Suny, R. (1994). The making of the Georgian Nation. Bloomington: Indiana University Press.

Tolordava, V. (1983). Dapnari. In: O. Lordkipanidze, ed., Vani Archaeological Excavations, Tbilisi: Metsniereba, pp. 136–138.

Tolordava,V. (1983a). Dablagomi In: O. Lordkipanidze, ed., Vani Archaeological Excavations, Tbilisi: Metsniereba, pp. 129–135.

UNESCO. (2014). World Heritage Committee. Thirty-eighth session Doha, Qatar. 15 - 25 June 2014. WHC-14/38.COM/16. https://whc.unesco.org/archive/2014/whc14-38com-16en.pdf

UNESCO. (2021). Silk Roads: Zarafshan-Karakum Corridor (Uzbekistan). https://whc.unesco.org/en/tentativelists/6497/

UNESCO. (2022). https://whc.unesco.org/en/statesparties/ir accessed May 13, 2022.

Winter, T. (2022). The Silk Road: Connecting Histories and Futures. New York: Oxford University Press.

Williams, T, D. (2016). Final Technical Report on the results of the UNESCO/Korean Funds-in-Trust Project, Support for the Preparation for the World Heritage Serial Nomination of the Silk Roads in South Asia, 2013-2016. London: UCL Institute of Archaeology.

Williams, T. D. (2014). The Silk Roads: An ICOMOS Thematic Study. Charenton-le-Pont: ICOMOS.

Whitfield, S. (2015). Life along the Silk Road, Second Edition (2nd ed.). Oakland: University of California Press.

Zakaraia P. (1975). Nakalakar Gremis Arkitektura. Tbilisi: Metsniereba.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-07

როგორ უნდა ციტირება

/საქართველო S. J. (2022). აბრეშუმის გზების ისტორიულ-არქეოლოგიური კონტექსტი საქართველოში და მისი პერსპექტივა. TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 1(1). https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Jamburia

გამოცემა

სექცია

სტატიები