მაშავერას გორა: შულავერ-შომუთეფეს კულტურის ნეოლითური ნამოსახლარის ახლებური კვლევა

ავტორები

  • ჯონი აბულაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი, საქართველო
  • საბა ჯოხაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი, საქართველო https://orcid.org/0000-0002-5045-4807
  • დიმიტრი ჟვანია /საქართველო Georgian National Museum Otar Lordkipanidze Archaeological Center

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Jokhadze

საკვანძო სიტყვები:

მაშავერას გორა, შულავერ-შომუთეფეს კულტურა, ნეოლითური ნამოსახლარი

ანოტაცია

არქეოლოგიური გათხრები მაშავერას გორაზე (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი) განახლდა 2020-2021 წლის არქეოლოგიურ სეზონებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ. მაშავერას გორა განეკუთვნება შულავერ-შომუთეფეს კულტურის ნეოლითურ გორანამოსახლარს. მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით ორი მდინარის მაშავერასა და ხრამის ხერთვისთან ბორცვი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ ნეოლითურ დასახლებას სამხრეთ კავკასიაში. მაშავერას გორის აღმოჩენა უკავშირდება საბჭოთა მესაქონლეობის ფერმის მშენებლობას, სადაც მძიმე ტექნიკის მიერ დაზიანდა ნამოსახლარი, ხოლო გადარჩენითი მცირემასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა 1988 წელს დ.გოგელიას ხელმძღვანელობით. მას შემდეგ სამეცნიერო სამუშაოები მაშავერას გორაზე არ გაგრძელებულა.2020-2021 წლის არქეოლოგიური სეზონების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოცემული სამუშაოების განახლება. ორი სეზონის გათხრების შედეგად არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფს რაოდენ მნიშვნელოვან და განსხვავებულ ძეგლთან გვაქვს საქმე, რაც უპირველეს ყოვლისა ამ ეტაპზე რამდენადმე განსხვავებული სამშენებლო ტრადიციით გამოიხატება და შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის სიახლეს წარმოადგენს. ძირითადი არქეოლოგიური სამუშაოები მოიცავდა  ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც გაითხარა ცხრა (5X5მ) კვადრატი,   ასევე დასავლეთ ნაწილში ორი (5X5 მ) კვადრატი, ძეგლის სტრატიგრაფიის დადგენის მიზნით. გათხრების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა დანიშნულებისა და ზომის ალიზის აგურისგან ნაგები წრიული ფორმის როგორც საცხოვრებელი, ასევე სათავსო ნაგებობები. აგრეთვე არქეოლოგიური მასალა, რომელიც განეკუთვნება ნეოლითური პერიოდის აქტივობებს.  ახლადშესწავლილი ბორცვი უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის ყველდღიური ცხოვრების, რწმენა-წარმოდგენებისა თუ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სამხრეთ-კავკასიის ნეოლითის ხანაში.

ავტორის ბიოგრაფია

საბა ჯოხაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი, საქართველო

საბა ჯოხაძე გახლავთ დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას დაცული აქვს ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი არქეოლოგიაში. საბა ჯოხაძე ამჟამად იკავებს მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო ინტერესი და სპეციალიზაცია მოიცავს, როგორც არქეოლოგიური გათხრების მეთოდიკას სამხრეთ კავკასიის ნეოლით-ენეოლითის პერიოდში, ასევე ნატკეცი ქვის დამზადების ტექნოლოგიას და ბუნებრივი მასალის ათვისებასა და გაცვლას გვიანი პრეისტორიის ხანაში. გარდა ამისა სივრცული ანალიზის მნიშვნელობას არქეოლოგიურ კვლევებში. საბა ჯოხაძის სადოქტორო კვლევა დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. დოქტორანტი წლების მანძილზე ჩართულია სხვადასხვა ინტერნაციონალურ სამეცნიერო პროექტებში. 

წყაროები

Abuladze 2020-2021 Mashaveras Gora archaeological field reports (Report in Georgian)

Baudouin E. 2019 Rethinking architectural techniques of the Southern Caucasus in the 6th millennium BC: A re-examination of former data and new insights Paléorient, vol. 45.1, p. 115-150 © CNRS ÉDITIONS 2019.

Badalyan R. P. Lombard, P. Avetisyan, C. Chataigner, J. Chabot, E.Vila, R. Hovsepyan, G.Willcox, H.Pessin, 2007 New data on the Late Prehistory of the Southern Caucasus. The excavations at Aratashen (Armenia): preliminary report. In: B. Lyonnet (ed.), Les Cultures du Caucase (VI-III millenaires avant notre ere). Leurs relations avec le Proche-Orient. 37-61

Caroline Hamon, Mindia Jalabadze, Tata Agapishvili, Emmanuel Baudouin, Irakli Koridze, Erwann Messager Gadachrili Gora: Architecture and organisation of a Neolithic settlement in the middle Kura Valley (6th millennium BC, Georgia), Quaternary International, Volume 395, 2016, Pages 154-169, ISSN 1040-6182, https://doi.org/10.1016/j.quaint.2015.01.055.

Caroline Hamon. 2008 From Neolithic to Chalcolithic in the Southern Caucasus: economy and macrolithic implements from Shulaveri-Shomu sites of Kwemo-Kartli (Georgia), Paleorient 34, N 2, 85-135

Chelidze L. & Gogelia D. 2004 Aruchlo I: An early-farming site. Journal of Georgian Archaeology 1,2004, 46-92

Chikovani, G., Abuladze, J., Zhvania, D. 2015. Settlements of the Early Farming Period Culture Explored by Kvemo Kartli (Aruchlo) Archaeological Expedition (1966-1988). Georgian National Museum, Otar Lordkipanidze Centre of Archaeology, Tbilisi

Japaridze, O., and A. Javakhishvili, 1971 — [The oldest culture for farming of habitants on the territory of Georgia] (in Georgian). Tbilisi

Djavakhishvili, A., 1973. Stroitel'noe delai arkhitektura poselenij juzhnogo Kavkaza V-Ill tys. do n.e., Tbilisi.

Djavakhishvili, A., Kiguradze, T.V., Glonti, I., Djaparidze, O., Avalishvili, G.,Davlianidze, C., Dolaberidze, R., 1975. OtchetKvemo-Kartlijskoj arkheologicheskoj ekspeditsii (1965e1971 gg) [Report on Kvemo-Kartli Archaeological Expedition (1965e1971) in Georgian]. Metsniereba

Helwing B, Tevekkul A, Lyonnet B, Guliyev F, Hansen S, Mirtskhulava G , 2017 The Kura Projects , New Research on the Later Prehistory of the Southern Caucasus ,Deutsches Archaologisches Institut , Eurasien – Abteilung , Archaologie in Iran und Turan , Band 16 , Dietrich Reimer Verlag , Berlin.

Kenneth Ritchie, Wim Wouters, Guram Mirtskhulava, Saba Jokhadze, Dimitri Zhvania, Joni Abuladze, Svend Hansen, Neolithic fishing in the South Caucasus as seen from Aruchlo I, Georgia, Archaeological Research in Asia,Volume 25, 2021, 100252, ISSN 2352-2267,

Kiguradze T. 1970 Stone industry from Shulaveris Gora, Historical collections II, Tbilisi

Kiguradze T. 1986 Neolithische Siedlungen von Kvemo-kartli , Georgien . Verlag C.H. Beeck , Munchen.

Messager E , Belmecheri S. Grafenstein U. Nomade S , Ollivier V, Voinchet P , Puaud S, Courtin-Nomade A , Guillou H, Mgeladze A , Dumoulin J, Mazuya A, Lordkipanidze D 2013 Late Quaternary record of the vegetation and catchment-related changes from Lake Paravani (Javakheti, South Caucasus) Quaternary Science Reviews 77 (2013) 125-140

Narimanov, I. 1966, The Earliest land-tilling culture of the Transcaucasia. 7-Y. MKDP. Doklady I soobshcheniya arkheologov SSSR. Pp. 121-125. Moscow

Poulmarc’h, Modwene & Mort, Françoise. (2015). Diversification of the funerary practices in the Southern Caucasus from the Neolithic to the Chalcolithic. Quaternary International. 395. 10.1016/j.quaint.2015.04.040.

Sagona, A. 2018. The Archaeology of the Caucasus: From Earliest Settlements to the Iron Age (Cambridge World Archaeology). Cambridge: Cambridge University Press.

Stephen D. Batiuk, Mindia Jalabadze, Andrew Graham, Irakli Koridze, Khaled Abu, Jayyab, with contributions by Cristina Savulov 2017 The Gadachrili Gora Regional Archaeological Project: 2016 preliminary report. Anatolica 43, 173-202 ISSN: 0066-1554

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-07

როგორ უნდა ციტირება

აბულაძე J., Saba Jokhadze, & /საქართველო D. . Z. (2022). მაშავერას გორა: შულავერ-შომუთეფეს კულტურის ნეოლითური ნამოსახლარის ახლებური კვლევა . TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 1(1). https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Jokhadze

გამოცემა

სექცია

სტატიები