ლეონიდ ბრეჟნევის საეკლესიო პოლიტიკა: 1965-1982

ავტორები

  • ეთერ ბოკელავაძე /საქართველო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო https://orcid.org/0000-0001-5497-7915

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Bokelavadze

საკვანძო სიტყვები:

ბრეჟნევი, საბჭოთა კავშირი, ეკლესია, დისიდენტი

ანოტაცია

საბჭოთა   ხელისუფლების  რელიგიური  პოლიტიკა  თანამედროვე  ქართულ,  რუსულ  და  დასავლურ  სამეცნიერო  ლიტერატურაში  განსაკუთრებული  აქტუალობით  სარგებლობს. იქმნება  საგანგებო  გამოკვლევები,  რომლებიც საბჭოთა  სახელმწიფოში არსებული  რელიგიური ორგანიზაციებისა  და  კონკრეტულად,  მართლმადიდებელი  ეკლესიის  მდგომარეობის შესწავლას  ეძღვნება.  აღსანიშნავია ის,  რომ არსებულ   გამოკვლევათა  დიდი   ნაწილი  გასული საუკუნის   20–60–იანი წწ–ის  საბჭოთა   ხელისუფლების  საეკლესიო  პოლიტიკის  კვლევას მოიცავს. მხოლოდ  უახლეს  პერიოდში  შესრულებულ  მონოგრაფიებში  ვხვდებით  70–80–იანი წლების   საბჭოთა  იმპერიაში  ეკლესიისა  და  სახელმწიფოს  ურთიერთობების  მეცნიერული  შესწავლის  მცდელობებს. ქართულ  სამეცნიერო  რეალობაში  წარმატებით  მიმდინარეობს  საბჭოთა პერიოდის რელიგიური პოლიტიკის  საკითხების  კვლევა, თუმცა,  საკვლევ  საკითხთა ქრონოლოგიური  ჩარჩო  აქაც  ძირითადად  XX ს-ის  20-60-იანი  წლებით  შემოიფარგლება. უფრო კონკრეტულად კი, მისი ზედა  ზღვარი  ნიკიტა  ხრუშჩოვის  მმართველობის  ბოლო  პერიოდით,  კერძოდ, 60-იანი  წლების  პირველი  ნახევრით  განისაზღვრება.  ნაკლები  ყურადღება  ეთმობა და პრაქტიკულად  შეუსწავლელია  ლეონიდ  ბრეჟნევის  საეკლესიო  პოლიტიკა  და  მისი განვითარების  ტენდენციები. ჩვენი ნაშრომის მიზანია, ლეონიდ  ბრეჟნევის  მმართველობის პერიოდის  საბჭოთა  ხელისუფლების  საეკლესიო  პოლიტიკის  საფუძვლების,  ძირითადი ასპექტების,  საშინაო  და  საგარეო  ფაქტორების  და  მათი  გავლენის  შედეგების  გაშუქება.  თანამედროვე  რუსულ,  ევროპულ, ამერიკულ  და  ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული  შრომების,  წერილობითი  და  ვიზუალური  საისტორიო  წყაროებისა  და  გამოქვეყნებული  და  გამოუქვეყნებელი  საარქივო  დოკუმენტაციის  ანალიზი  და  შეფასება.კვლევის  მეთოდოლოგიის  თვალსაზრისით,  ნაშრომი  ეყრდნობა   ისტორიულ შემეცნებით, კონტენტ-ანალიზის, ისტორიულ-ტიპოლოგიური, შედარებითი, ბიოგრაფიული, რეტროსპექტული, ისტორიულ-გენეტიკური  და  სისტემური  კვლევის  მეთოდებს,  რაც თავისთავად, გულისხმობს  საკითხის  ირგვლივ არსებული  საისტორიო  წყაროების  მრავალმხრივ, კომპლექსურ  შესწავლას  და   ჩატარებული  კვლევის  საფუძველზე,  ისტორიული  სურათის  რეკონსტრუქციის  მცდელობას.კვლევის  შედეგები  ქრონოლოგიური   ნიშნით   შეგვიძლია  დავყოთ  2  ეტაპად:

ა)  ლეონიდ  ბრეჟნევის  საეკლესიო  პოლიტიკა  XX ს-ის  60-იანი  წლების  II  ნახევრიდან -  70-იანი წლების  II  ნახევრამდე,

ბ)  ლეონიდ  ბრეჟნევის  საეკლესიო  პოლიტიკა  XX ს-ის  70-იანი  წლების  II  ნახევრიდან - 1982 წლამდე.

    თითოეული  ეტაპი  ერთმანეთისგან განსხვავებული  ტენდენციებით,  საბჭოთა  სახელმწიფოს  წინაშე  არსებული  საშინაო  და  საგარეო  გამოწვევებით,  ორიენტირებითა  და  შედეგებით ხასიათდება.  მაგალითად, თუკი  მმართველობის  დასაწყისში  ლეონიდ  ბრეჟნევის  სახელისუფლებო  აპარატი პრიორიტეტულ  მიმართულებად  მიიჩნევდა  ნიკიტა  ხრუშჩოვის  რეპრესიული  საეკლესიო  პოლიტიკის  გმობასა  და  რელიგიურ  ორგანიზაციებთან ურთიერთობაში  გარეგნულად  შედარებით  კომპრომისული  კურსის გატარებას,  70-იანი წლების  მეორე  ნახევრიდან, დისიდენტური  მოძრაობის  გაძლიერების, საზოგადოების ეკლესიასთან დაახლოებისა  და  დასავლეთის  სახელმწიფოთა  დიპლომატიის წარმატების პირობებში,  არჩეული  კურსი  იცვლება  და  ბრეჟნევის  დახვეწილი  პოლიტიკა  ხდება  უფრო რადიკალური  და  ხისტი.  ხელისუფლების  საეკლესიო  პოლიტიკის ფორმის (და არა შინაარსის) ტრანსფორმაცია  ცხადია,  გარკვეული  მიზეზებით  იყო  განპირობეული და შესაბამის  მიზნებს ემსახურებოდა.  ნაშრომში  განხილული  გვაქვს  სწორედ აღნიშნული მიზეზები, მიზნები, ოფიციალური  ხელისუფლების  მიერ  რელიგიის  სფეროში  გატარებული  ღონისძიებები, როგორც საკანონმდებლო, ისე  სოციალურ  დონეზე  და  მისი  კურსის ტრანსფორმაციის  გზა  60-იანი  წლების  მეორე  ნახევრიდან - 80-იანი  წლების  დამდეგამდე.  ბუნებრივია,  ერთი  ნაშრომის  ფარგლებში  შეუძლებელია  ამ  კომპლექსური  საკითხის  ამოწურვა, თუმცა, ვფიქრობთ,  მოცემული  გამოკვლევა  ხელს  შეუწყობს  ქართულ  სამეცნიერო სივრცეში ამ  მიმართულებით  შემდგომი  კვლევების  განვითარებას.

ავტორის ბიოგრაფია

ეთერ ბოკელავაძე /საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

    ეთერ  ბოკელავაძე  არის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის  მიმართულების  დოქტორანტი,  ისტორიისა  და  სამოქალაქო  განათლების  მასწავლებელი,  ტრენერი  და  ამავე  უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  მოწვეული  ლექტორი.  მისი  სამეცნიერო-კვლევითი  ინტერესებია: ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, ეკლესიათაშორისი  ურთიერთობები,  საბჭოთა  სახელმწიფოს  ხელისუფლების  რელიგიური  პოლიტიკა  და  ეკლესია-სახელმწიფოს  ურთიერთობები.  2007 წლიდან - დღემდე  არის  25 საუნივერსიტეტო,  რესპუბლიკური  და  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე  და  30-მდე  პუბლიკაციის  ავტორი. მაგ: „საქართველოს  მართლმადიდებელი  ეკლესიის  ბრძოლა  ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების საერთაშორისო  აღიარებისთვის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პოზიცია  (XX  საუკუნის 70-80-იანი წწ.)“;   „საქართველოს  მართლმადიდებელი  ეკლესიის  ეკლესიათა  მსოფლიო საბჭოში  გაწევრიანების  პოლიტიკური საფუძვლები“,  „ეკლესიათა  მსოფლიო  საბჭოს  როლი  სოციალისტურ და კაპიტალისტურ  ბანაკთა  შორის  ურთიერთობებში  (XX საუკუნის  50–80–იან  წლებში)“;  „საქართველოსა და ალექსანდრიის საპატრიარქოები მსოფლიოში მშვიდობის აღდგენისათვის (ეკლესიათაშორისი ურთიერთობის ერთი ფრაგმენტის გამო, XX საუკუნის 70-80 წწ.);  “ანტიოქიის ეკლესიის სამშვიდობო  მისია ახლო აღმოსავლეთის  კონფლიქტებში  ( XX საუკუნის 70-80-იანი წწ.)“;  „ფრაგმენტი   საქართველოსა  და  იერუსალიმის  ეკლესიათა  ურთიერთობების  ისტორიიდან   XX საუკუნის 70-80-იან წლებში   (იერუსალიმის  ჯვრის  მონასტრის  დაბრუნების საკითხისათვის)“;  „სერბეთის  მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის დაფუძნების საკითხისათვის”,  „საეკლესიო-ისტორიულ  საფუძველთა ფალსიფიკაციისათვის კოსოვოსა  და  აფხაზეთში (ისტორიული პარალელები)“  და  სხვ.

წყაროები

Guruli, V. (Ed.) (2003). Sakartvelos istoria XX saukune. [History of Georgia XX century]. Tbilisi: Tbilisi State University Press: Artanuji Publishing

Loria, V., Gelashvili B., Bendeliani M. (2006). Adamianis uplebebi da religia. [Human rights and religion]. Tbilisi: Tobalisi Pubishing

Nergadze, N. (2010). Helsinkis deklaratsia 35 tslisaa – ra mnishvneloba hkonda a dokuments? [The Helsinki Declaration is 35 years old - What was the significance of this document?].

https://www.radiotavisupleba.ge/a/2117774.html?fbclid=IwAR0Y33MDkElsbJT3p2hmlmNfUecy8jKdi8F45swV_uaNkdH0PaQ0cECCtd4

Saralidze, L. (2015). Sakartvelos helsinkis kavshiris mogvatseobis istoriidan, zhurnali “Akhali da uakhlesi istoriis sakitkhebi”. [From the history of the Helsinki Union of Georgia, Journal of Modern and Contemporary History Issues]. N1 (16). Tbilisi: Universali Pubishing

Schmidi, U. (2013). Sabchota kavshirisa da rusetis dziritadi kanonebis ritorikuli da zhanruli gamorcheuloba, Giorgi Noniashvilis targmani. [Rhetorical and genre distinction of the basic laws of the Soviet Union and Russia]. Translated by Giorgi Noniashvili.

https://emcrights.wordpress.com/2013/11/30/4569878/

https://socialjustice.org.ge/ka/products/konstitutsia-da-narativi

Constitution (Basic Law) of the Union of Soviet Socialist Republics (1985); Constitutions (Basic Laws) of the Union Soviet Socialist Republics. Moscow: News of the Councils of public Deputies of the USSR, Boris Yeltsin Presidential Library https://www.prlib.ru/item/420914

Sazonov, D. I. (2015). Brezhnev's persecution of the Church (based on materials from Central Russia), Historical sciences and archeology, Bulletin of the KSU. Named N.A. Nekrasov № 6, 46-50

Tseshkovsky, W. (2013). Russian Orthodox Church in the era of Brezhnev's rule

http://history-mda.ru/publ/3137_3137.html

Stricker, G. (1995). Russian Orthodox Church in Soviet times (1917-1991), Materials and documents on the history of relations between the State and the Church. Moscow: Propylaea Publishing

Anderson, J. (1994/2002). Religion, state and politics in the Soviet Union and successor states,

University of St Andrews, Cambridge: Cambridge University Press, Transferred to digital

printing 2002

Childers, B. (2012). The Plurality of Soviet Religious "Policy", The Florida State University

https://diginole.lib.fsu.edu/islandora/object/fsu%3A182805

Conquest, R. (1968). Religion in the USSR, New York : Praeger

Corley, F. (1996). Religion in the Soviet Union , An Archival Reader, London: Macmilan Press Ltd

Kowalewski, D. (1980). Religious Belief in the Brezhnev Era: Renaissance, Resistance and Realpolitik,

Journal for the Scientific Study of Religion, Vol. 19, No. 3, pp. 280-292

Walters, Ph. (1993/2005). A survey of Soviet religious policy, Religious policy in the Soviet Union,

Cambridge : Cambridge University Press

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-07

როგორ უნდა ციტირება

/საქართველო E. B. (2022). ლეონიდ ბრეჟნევის საეკლესიო პოლიტიკა: 1965-1982. TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 1(1). https://doi.org/10.55804/TSU-ti-1/Bokelavadze

გამოცემა

სექცია

სტატიები