საბჭოთა ეპოქა თანამედროვე ქართული მწერლობის თვალით. ბესო სოლომანაშვილის „ლუმპენ მილენიუმი“

ავტორები

  • ანა გოგილაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Gogilashvili

საკვანძო სიტყვები:

საბჭოთა ეპოქა, თანამედროვე ქართული მწერლობა, ბესო სოლომანაშვილი

ანოტაცია

ბესო სოლომანაშვილის შემოქმედებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. იგი საგულისხმოა ლიტერატურაზე ეპოქის ასახვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი - უკვე განვლილი საბჭოთა ეპოქისა, რომლის გავლენაც თანამედროვე ყოფაზე იმდენად დიდია, რომ არაერთი თანამედროვე ავტორის შემოქმედების მთავარ მოტივად იქცა. ბესო სოლომანაშვილის რიგით მეორე რომანი „ლუმპენ მილენიუმი“ ტრილოგიად ჩაფიქრებული ამბის მეორე წიგნია. იგი ერთგვარი გაგრძელებაა რომანისა „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა.“ ეს არის ნაწარმოები გმირებსა და მოღალატეებზე, ერთგულებსა და გამყიდველებზე, თავისუფლებასა და მონობაზე, ფასეულობათა დევალვაციაზე, რაც მანკიერმა ეპოქამ განაპირობა და მარადიულ ღირებულებებზე, რომლებიც, მართალია, ერთეულებს, მაგრამ მაინც შემორჩათ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ზოგჯერ ლიტერატურა მემატიანეთა ნაწერებზე უკეთ ასახავს ისტორიას, ნათლად გვიხატავს აწმყოს და მომავლის კონცეფციაზე ფიქრს გვაიძულებს. „ლუმპენ მილენიუმი“ მაგიური რეალიზმის ტექნიკით შექმნილი რომანია, მისი პერსონაჟთა გალერეა კი - საკმაოდ მრავალფეროვანი. ერთ მხარეს არის ხარჯახიშვილთა ეროვნული ნიშნით აღბეჭდილი შტო, მეორე მხარეს კი - რუსეთის მოყვარული და სამშობლოს მოღალატე თავადთა თუ გლეხთა მრავალფეროვანი პალიტრა. ნაწარმოების პერსონაჟები ისტორიული პირები არიან. ასეთია, მაგალითად: ალექსანდრე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ორბელიანი, ალექსანდრე გრიბოედოვი, მაიკო ორბელიანი, ლავრენტი ბერია, ბუდუ მდივანი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვანი. მწერალი ააშკარავებს „ერთმორწმუნე“ ძმების, წესით, ყველაზე მორწმუნე ნაწილის, სასულიერო პირების ქმედებებსაც, როდესაც აღგვიწერს, როგორ ჩამოდის რუსი ეპისკოპოსი საქართველოში და ბოდბის მონასტერში ბანაკდება, წმინდა ნინოს საფლავის გახსნისა და გაძარცვის მიზნით. ეპისკოპოსმა რომ „არ მოიწყინოს“, მას მოსკოვიდან ორ რუს გოგონას უგზავნიან, თუმცა, ამის მიუხედავად, „წმინდა მამა“ მონაზვნების გაუპატიურებაზე მაინც არ ამბობს უარს. საინტერესოა მწერლის მიერ პერსონაჟთა სახელებისა და გვარების ქმნადობის მეთოდიც. ავტორი ეროვნული შტოს წარმომადგენელთა სახელებს საქართველოს ისტორიიდან გმირი წინაპრების პატივსაცემად იღებს. მაგალითად: ელიზბარი, ქაიხოსრო, შალვა, ლევანი; ხოლო სისტემის მონა და სინდისნამუსგარეცხილი მამა-შვილი პერსონაჟების გვარად ნახირიშვილს იყენებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბესო სოლომანაშვილის ხსენებული რომანი თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში შექმნილ იმ ნაწარმოებთაგან, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას ეძღვნება, არც პირველია და არც უკანასკნელი. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საბჭოთა რეჟიმის გავლენები დღესაც აშკარაა ქართულ რეალობაზე, პოლიტიკაზე, ადამიანთა ცნობიერებასა და ქმედებებზე, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი კვლავ აგრესორად გვევლინება და დღევანდელი მოცემულობით, ქართული ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს თემატიკას თავიანთი შემოქმედებით ეხმიანებიან შემდეგი თანამედროვე ავტორები: „ჩაძირული ქალაქი“ - დ. ტურაშვილი; „იყო და არა იყო რა“ - დ. ტურაშვილი; „ნაფტალინი“ - ლ. ბუღაძე; „სამოთხიდან გაქცეულები“ - ბ. ქურხული; „დიქტატურის გემო“ - რ. გორგილაძე; „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ - ბ. სოლომანაშვილი; „ბუნკერი“ - ი.ფეზუაშვილი; „დოდოს მოლოდინში“ - დ. ტურაშვილი; „შენი თავგადასავალი“ - ა. მორჩილაძე; „ნუგზარი და მეფისტოფელი“ - ლ. ბუღაძე; „პატარა ქვეყანა“ - ლ. ბუღაძე; „კუპიდონი კრემლის კედელთან“ - ა. მორჩილაძე; „ვა სოფელო“ - ზ. არსენიშვილი; „ბუცები და ტყავის ჩექმა“ - დ. ჯიშკარიანი; „მერვე სიცოცხლე“ - ნ. ხარატიშვილი; „უკმარი სინათლე“ - ნ. ხატარიშვილი და სხვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ლუმპენ მილენიუმი“ ქართულ და ასევე არაქართულ ლიტერატურათმცოდნეობით სივრცეში ჯერ არ განხილულა, შესაბამისად, მისი ანალიზი სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს. რომანის განხილვისას გამოყენებული იქნება ნარატოლოგიისა და ჰერმენევტიკის სინთეზი, ტექსტზე დაკვირვების, ანალიზისა და კონცეპტუალური ინტერპრეტაციის მეთოდები.

წყაროები

ბზეჟინსკი, ზ. (2014). დიდი საჭადრაკო დაფა. თბილისი

ბოდრიარი, ჟ. (2014). სიმულაკრები და სიმულაციები. თბილისი: ილიაუნის გამომცემლობა

გალაკტიონი. (2000). არტისტული ყვავილები. თბილისი

გაფრინდაშვილი, ნ., მირესაშვილი, მ., წერეთელი ნ. (2010). „სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია“, თბილისი

გოგილაშვილი, ა., ვახტანგაშვილი, მ. (2022). საქართველოს გასაბჭოების პერიპეტიები და მისი ასახვა მხატვრულ ლიტერატურაზე; ბესო სოლომანაშვილის "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა" მიხედვით. თბილისი: საქართველოს ეროვნული არქივი

ლორია კ., (2016). „უახლესი ქართული ლიტერატურის სათავეებთან“, მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბილისი

მეზვრიშვილი ა. (2013). „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, თბილისი

მირცხულავა მ. (2018). „დემოკრატია და განათლება“, თბილისი

რატიანი ი. (2010). „ლიტერატურული დისკურსის მოდელები საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში“, სჯანი N11

სოლომანაშვილი ბ. (2019). „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“, თბილისი

სოლომანაშვილი ბ.(2023). ,,ლუმპენ მიულენიუმი", თბილისი

შველიძე დ. (2014). ,,საქართველოს მფარველობა და დაპყრობა რუსეთის მიერ, თბილისი

შველიძე ნ. (2018). „საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები“, თბილისი

ჯავახიშვილი ი. (1989). ,,ისტორიული რარიტეტები“, თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-11

როგორ უნდა ციტირება

გოგილაშვილი ა. . (2023). საბჭოთა ეპოქა თანამედროვე ქართული მწერლობის თვალით. ბესო სოლომანაშვილის „ლუმპენ მილენიუმი“. TSU-Ti — საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 2(2), 21–24. https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Gogilashvili

გამოცემა

სექცია

სტატიები