იუმორისტული ხასიათის ორატორული ნიმუშების საკითხისათვის ქართულ მჭევრმეტყველებაში

ავტორები

  • ნათია კენჭიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Kentchiashvili

საკვანძო სიტყვები:

იუმორისტული ორატორული ნიმუშები, ქართული რიტორიკა

ანოტაცია

წინამდებარე კვლევა ეხება იუმორისტული ხასიათის ორატორული ნიმუშების საკითხს ქართულ მჭევრმეტყველებაში. აღნიშნული თემა ამ დრომდე არასდროს ყოფილა სპეციალური შესწავლის საგანი, რაც განაპირობებს მის აქტუალობასა და სიახლეს. მსგავსი ხასიათის ორატორული ნიმუშები მცირე რაოდენობით მოგვეპოვება და დასტურდება ისეთ იუმორისტულ პერიოდულ გამოცემებში, როგორიც იყო გაზეთი „შუამავალი“ და ჟურნალები „მათრახი და სალამური“, „ეშმაკის მათრახი“ და „ახალი მათრახი“. „ეშმაკის მათრახი“ ასე ეწოდებოდა ქართულენოვან ყოველკვირეულ იუმორისტულ ჟურნალს, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1907-1908 წლებში, ხოლო მოგვიანებით, გარკვეული ინტერვალის შემდეგ, – 1915-1917, 1919-1921 წლებში. „ეშმაკის მათრახი“ გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით: „მათრახი“, „ახალი მათრახი“, „მათრახი და სალამური“, „სალამური“, „ჩვენი სალამური“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ თ. ბოლქვაძე და ნ. კალანდაძე, ხოლო გამომცემლები – თ. ბოლქვაძე, ა. ბუკია, ე. ლომთათიძე და ს. თავართქილაძე. ჟურნალში პუბლიკაციებს აქვეყნებდნენ ფსევდონიმებით, მაგალითად, ჟურნალის რედაქტორისა და გამომცემლის, თეოფილე ბოლქვაძის ფსევდონიმი იყო „ეშმაკის ფეხი“ (გრიშაშვილი, 1987: 30), ხოლო ნესტორ კალანდაძის – „ეშმაკი“ (გრიშაშვილი, 1987: 30) და ა.შ. „ეშმაკის მათრახის“ მხატვრული გაფორმება, კარიკატურები და ნახატები ეკუთვნით ოსკარ შმერლინგსა და შალვა ქიქოძეს. ჟურნალში ორიგინალურ ნაწარმოებებთან ერთად იბეჭდებოდა თარგმანები, როგორც პროზაული ტექსტები, ისე ლექსები. ჩვენთვის საყურადღებოა აღნიშნული პერიოდული გამოცემები იმდენად, რამდენადაც მასში იუმორისტულ ორატორულ ნიმუშებთან ერთად რიტორიკასთან და ორატორებთან დაკავშირებული კარიკატურებიც ქვეყნდებოდა. ქართული მჭევრმეტყველების ისტორიისთვის საყურადღებოა ამგვარი ნიმუშების არა მხოლოდ გამოვლენა, არამედ რიგი საკითხების გამოკვლევაც, მათ შორის, მათი ავტორების, თემატიკის, დარგობრივი და ჟანრობრივი მიკუთვნების საკითხი და სხვ. როგორც წესი, ეს ნიმუშები იბეჭდებოდა ფსევდონიმებით, მაგალითად, „სიტყვა, თქმული 6 დეკემბერს თფილ. წვრილ-ვაჭართა კრებაზე მსხვილ ჩასუქებულ ორატორისაგან“ ეკუთვნის ვინმე „დურბინდს“, „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“ – ვინმე „ეშმაკს“, „სიტყვა: თქმული ლევერკელიანი მისიონერის მელქისადექ ათონელის მიერ ქ. ოზურგეთში აღაპზე“ – ვინმე „პაპასკუას“, „პოპულარული ლექცია, წაკითხული ავტორის მიერ 3 მაისის სალიტ. დილაზე“ ავტორს გამოქვეყნებული აქვს „თაგუნას“ ფსევდონიმით, „მამულიშვილ ქალთა კრებაზე X მიერ წარმოთქმული სიტყვა. [ლექსი]“ – „სატანას“ ფსევდონიმით; არის კიდევ ერთი იუმორისტული ხასიათის ორატორული ნიმუში, რომელიც ეკუთვნის აკაკი წერეთელს: „შესხმა რედაქციისადმი: აი, რას ნიშნავს კორექტორული შეცდომა“, რომელიც, განსხვავებით წინა ნიმუშებისაგან, არაიუმორისტული ხასიათის პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა. აღნიშნული ნიმუშები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ქართულ მჭევრმეტყველებაში დასტურდება მსგავსი ტიპის იუმორისტული ხასიათის ორატორული ნიმუშები, რაც იშვიათია, ზოგადად, რიტორიკის ისტორიაში. აღნიშნული ნიმუშები იბეჭდებოდა XX საუკუნის 10-20-იანი წლების ზემოდასახელებულ პერიოდულ გამოცემებში.

წყაროები

ახალი მათრახი. (1915). სალიტერატურო დილა: პოპულარული ლექცია, წაკითხული ავტორის მიერ 3 მაისის სალიტ. დილაზე, თბილისი, კვირა, 10 მაისი, №11, გვ. 2-3, ხელმისაწვდომია: http://openlibrary.ge/handle/123456789/7626

გრიშაშვილი, ი. (1987). ფსევდონიმების ლექსიკონი, თბილისი, მეცნიერება

ერთობა, 1918: მოწოდება, კვირა, 4 მარტი, №51, გვ. 1, ხელმისაწვდომია: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18986/1/Ertoba_1918_N51.pdf

ეშმაკის მათრახი. (1907). სიტყვა, თქმული 6 დეკემბერს თფილ. წვრილ-ვაჭართა კრებაზე მსხვილ ჩასუქებულ ორატორისაგან, იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, №13, გვ. 5, ხელმისაწვდომია: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/161409/1/Eshmakis_Matraxi_1907_N13.pdf

ეშმაკის მათხარი. (1917ა). ორატორები მიტინგისაკენ, იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, კვირა, 19 მარტი, №12, გვ. 7, ხელმისაწვდომია: http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/7777

ეშმაკის მათრახი. (1917ბ). აკაკი ჩხენკელი. შარჟები და პოზები სხვა და სხვა სიტყვების დროს, იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, კვირა, 11 ივნისი, №24, გვ. 8, ხელმისაწვდომია: http://openlibrary.ge/handle/123456789/7789

ეშმაკის მათრახი. (1917ბ). მამულიშვილ ქალთა კრებაზე X მიერ წარმოთქმული სიტყვა). [ლექსი], იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, კვირა, 11 ივნისი, №24, გვ. 11-12, ხელმისაწვდომია: http://openlibrary.ge/handle/123456789/7789

ივერია. (1904) აკაკი წერეთელი, შესხმა რედაქციისადმი: აი, რას ნიშნავს კორექტორული შეცდომა, ივერია, თბილისი, 1904, 27 ივნისი, №149, გვ. 2-3;

მათრახი და სალამური. (1909). სიტყვა: თქმული ლევერკელიანი მისიონერის მელქისადექ ათონელის მიერ ქ. ოზურგეთში აღაპზე, კვირა, 18 ოქტომბერი, № 19, გვ. 11, ხელმისაწვდომია: http://openlibrary.ge/handle/123456789/8190

შუამავალი. (1907). სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს, გაზეთი „შუამავალი“, კვირა, 15 ივლისი, № 1, გვ. 3, ხელმისაწვდომია: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/265348/1/Shuamavali_1907_N1.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-11

როგორ უნდა ციტირება

კენჭიაშვილი ნ. (2023). იუმორისტული ხასიათის ორატორული ნიმუშების საკითხისათვის ქართულ მჭევრმეტყველებაში. TSU-Ti — საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 2(2), 25–32. https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Kentchiashvili

გამოცემა

სექცია

სტატიები