ლომის სიმბოლო ქართულ ლიტერატურაში
DOI:
https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Turmanidzeსაკვანძო სიტყვები:
ლომი, სიმბოლო, მტაცებელი, ჰაგიოგრაფია, „ვეფხისტყაოსანი"ანოტაცია
ჩვენი კვლევის საგანია ლომის, როგორც მტაცებელი ცხოველის, სიმბოლიკა. კვლევის მიზანს წარმოადგენს დასახელებული ცხოველის სიმბოლური პარადიგმის წარმოდგენა დიაქრონიულად. საინტერესოა, რა გზა გაიარა ლომის სახისმეტყველურმა გაგებამ ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშებიდან მოგვიანო ხანის ლიტერატურამდე. ჰაგიოგრაფია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეყრდნობა ბიბლიას, შესაბამისად, ლომი ძირითადად გვევლინება ბოროტების სიმბოლოდ, გამომდინარე მისი მტაცებლური ხასიათიდან. საერო მწერლობაში მისი გაგება უკვე ერთსახოვანი აღარ არის - ლომი გვხვდება, როგორც უარყოფით, ასევე დადებით კონტექსტში. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი, რაც განასხვავებს საერო და სასულიერო მწერლობას, ეს კონკრეტული სახე-სიმბოლოების სხვადასხვაგვარი გაგებაა. თემა აქტუალურია დღესაც, რადგან სიმბოლოებს, მეტაფორებსა თუ ალეგორიებს ვხვდებით ყველგან და ყოველთვის. მას ვიყენებთ საუბრისას, წერისას, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. სიმბოლო მხატვრულ აზროვნებაში უდიდესი ფენომენია. ის მოვლენას იდეად იმგვარად აქცევს, რომ ეს უკანასკნელი მიუწვდომელი და უსასრულოდ ქმედითი ხდება. ამიტომაც ის მუდამ ძიების ღირსია. ყველა დროისა თუ ეპოქის მეცნიერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიმბოლოების ამოკითხვას და დღეს უამრავი საგნის სახისმეტყველური პარადიგმა გვაქვს. ლომს, როგორც ასეთს, ხშირად ვხვდებით მითოლოგიაშიც, სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში, სამეფო ინიციაციებში, ხელოვნებასა და რელიგიებში. არც ქართული რეალობისთვისაა ის უცხო. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრით დათარიღებული „ოქროს ლომი“. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ იმ დროში განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ქართველურმა ტომებმა ამ ცხოველს და დაიწყო მისი გამოსახვა. ლომი, როგორც ძლიერი მცველის განსახიერება, გვხვდება ქართულ გერბზე. მსგავსი გამოხატვა არ არის უცხო სხვა ქვეყნების ჰერალდიკებზე. ლომი წარმოდგენილია ძველი ქვეყნების მეფეების ფარებზეც. საქართველოს ისტორიაში ლომი წარმოდგენილია ვახტანგ გორგასლის საომარ აღჭურვილობაზე. რა თქმა უნდა, ძველი და ახალი დროის მეცნიერებისგან დიდძალი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა სიმბოლოების შესახებ, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე მიბრუნება ყოველთვის მოგვცემს ახალი დასკვნების გაკეთების საშუალებას, რადგან სახისმეტყველური აზროვნება ამოუწურავია. ყოველ ეპოქაში ესა თუ ის სიმბოლო ახალ გაგებას იძენს. სწორედ ამიტომ დავინტერესდით ლომის სიმბოლიკის დიაქრონიული კვლევით. კვლევის მეთოდს წარმოადგენს ლომის სიმბოლური მნიშვნელობების შედარება-ანალიზი. ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, ვიკვლევთ, თუ რა კონტექსტშია მოცემული დასახელებული ცხოველი და ვავლებთ შესაბამის პარალელებს სხვა ტექსტებიდან. ამ მხრივ ლომის სიმბოლიკა ძალიან მრავალფეროვანია: მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია ცალსახად ეყრდნობა ბიბლიას, როგორც წმინდა წიგნს, ლომის სახისმეტყველური გაგება მაინც სხვადასხვაა. საბოლოოდ, ჩვენ თვალწინ გადაიშლება ლომის სიმბოლიკის დიაქრონიული სურათი. დავინახავთ, რა განსხვავებაა სასულიერო და საერო ნაწარმოებებში სიმბოლური აზროვნების და ბიბლიოგრაფიული შენაკადების მხრივ. აქვე დავძენთ, რომ სასულიერო მწერლობისგან განსხვავებით, საერო მწერლობაში, განსაკუთრებით „ვეფხისტყაოსანში“, ლომს მრავალფეროვანი დატვირთვა აქვს. სახისმეტყველური აზროვნების სიჭრელეს განაპირობებს ის ლიტერატურული შენაკადები, რომლებიც ასაზრდოებს ტექსტს. მაგალითად, ჰაგიოგრაფია თუ ჰიმნოგრაფია ეყრდნობა ბიბლიას, ხოლო „ვეფხისტყსაოანი“ - როგორც ბიბლიას, ასევე ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, მითოლოგიას და სხვათა. შესაბამისად არის ნასაზრდოები ტროპული აზროვნება. მეტად საინტერესოა ამ საკითხის მთელი ქართული ლიტერატურის მასშტაბით კვლევა, რადგან უფრო მრავალმნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი სიმბოლიკა წარმოგვიდგება. რაც უფრო დიდია სიმბოლოს გამოყენების დროითი დიაპაზონი, მით უფრო საინტერესო ხდება ის.
წყაროები
ბიბლია. (2009). თბილისი.
გამსახურდია, ზ. (1991). „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“, გამ: „მეცნიერება“, თბილისი.
მტბევარი. (2008). ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, I-II-III ტ, თბილისი
ნოზაძე, ვ. (1957). „ვეფხისტყაოსნის“ ვარსკვლავთმეტყველება, http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/12060/1/Varskvlavtmetkveleba%20-.pdf
რობაქიძე, გრ. (2018). გველის პერანგი, თბ, გამ: „არტანუჯი“.
რუსთაველი, შ. (2009) „ვეფხისტყაოსანი“, თბილისი.
სირაძე, რ. (1982). სახისმეტყველება, თბილისი: „ნაკადული“.
ამირეჯიბი, ჭ. დათა თუთაშხია“ იხ. https://eon.ge.
ხონელი, მ. „ამირანდარეჯანიანი“ https://library.iliauni.edu.ge.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 Authors Retain All Rights. TSU-ti has Only the Right of the First Publication.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .








