სიტყვათა კლების შემთხვევები „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში

ავტორები

  • Ნონა ნიქაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Nikabadze

საკვანძო სიტყვები:

„ვეფხისტყაოსანი“, თურქული თარგმანი, სიტყვათა კლება, დიგიტალური რუსთველოლოგია, ნაგუბარი

ანოტაცია

XII საუკუნის მსოფლმხედველობითი და ესთეტიკური იდეალების მხატვრული რეალიზებით „ვეფხისტყაოსანი” მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედევრია. მხატვრული შემოქმედების დიდი ნიმუში, „ვეფხისტყაოსანი”, დამოუკიდებელ რეალობას, დიდ სააზროვნო სივრცეს ქმნის. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ 58 ენაზე შესრულებული თარგმანი მნიშვნელოვან საკვლევ საკითხს წარმოადგენს სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ჩვენი საკვლევი თემა გახლავთ „ვეფხისტყაოსნის“ თურქული თარგმანი, რომელიც 1992 წელს პროფ. ბილალ დინდარის და ასისტ. პროფესორ ზეინელაბიდინ მაქასის მიერაა შესრულებული. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თურქული თარგმანი აჰმედ ჯავადის აზერბაიჯანული თარგმანიდან შესრულდა. ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ სიტყვათა კლების შემთხვევებს, რომლებიც მთარგმნელს თურქულ თარგმანში არ გადაუტანია. თურქულ ტექსტში თარგმნილი არაა შემდეგი ლექსიკური ერთეულები: ნაგუბარი, წყლული, მუფარახი, მოლიზღარისად, მოსაწევარი, გამზრდელი, ნაერთგულევი და სხვ. კვლევის თანამედროვე და კლასიკური მეთოდების გამოყენებით წარმოვადგენთ თითოეული ლექსიკური ერთეულის კრიტიკულ ანალიზს. ჩვენი მიზანია, ნათელი მოვფინოთ ზემოხსენებული ლექსიკური ერთეულების ურთიერთმიმართებებსა და მსგავსება-განსხვავებებს თარგმანსა და ორიგინალ ტექსტებს შორის. შევაფასებთ მთარგმნელების მთარგმნელობით სტრატეგიასა და ეკვივალენტურობის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, თურქეთში თურქული კლასიკური ლიტერატურა – დივანის ლიტერატურა – განვითარების ზენიტში იყო. საკვლევი სიტყვების შესატყვისებს მოვძებნით თურქულ კლასიკურ ლიტერატურაში, თუ რა სახით შეეძლო მთარგმნელს პოემის თურქულ თარგმანში ამ ლექსიკური ერთეულების გადატანა. კვლევის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი ტექსტისა და თურქული თარგმანის კორპუსლინგვისტური ანალიზი. კვლევის პროცესში ვიყენებთ ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზის მეთოდს. პოეტური თარგმანების ადეკვატურობის ხარისხის შესაფასებლად კი- რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის მეთოდს. „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში წარმოდგენილი ლექსიკური ერთეულების (ნაგუბარი, წყლული, მუფარახი, მოლიზღარისად, მოსაწევარი, გამზრდელი, ნაერთგულევი) კორპუსლინგვისტური და ლინგვოკულტუროლოგიური კვლევა ხელს შეუწყობს, კვლევის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, მნიშვნელოვანი საკითხის ღრმად გააზრებას. კვლევა რელევანტურია როგორც ქართული და თურქული სამეცნიერო სივრცეებისთვის, ასევე „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებით დაინტერესებული პირებისა და მეცნიერებისთვის.

წყაროები

აბულაძე, ი. (1967). რუსთველოლოგიური ნაშრომები. კრებული შეადგინა და

გამოსაცემად მოამზადა ი. მეგრელიძემ. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ბერიძე, ვ. (1974). „ვეფხისტყაოსნის“ კომენტარი. მეცნიერება. თბილისი.

დარჩია, ბ. (2008-2009). კომიკური „ვეფხისტყაოსანში“, რუსთველოლოგია N 5, თბილისი.

ნათაძე, ნ. (2002). „ვეფხისტყაოსანი“ (სასკოლო გამოცემა), თბილისი.

ორბელიანი, ს. ს. (1949). „სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი“, (ს. იორდანაშვილის რედაქციით, საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი.

შანიძე ა. (1960). „ვეფხისტყაოსანი“, ჩვენი საუნჯე, ტომი 3, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი.

ჩლაიძე, ლ. და სხვ. (2001) თურქულ-ქართული ლექსიკონი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი.

ჩუბინაშვილი, დ. (1984). ქართულ-რუსული ლექსიკონი. საბჭოთა საქართველო. თბილისი.

ჭინჭარაული, ალ. (1982). ვეფხისტყაოსნის ენისა და ტექსტის საკითხები, განათლება, თბილისი.

Akdemir A. (2007). Divan Şiirinde “Cünûn” ve “Mecnûn” Kavramları ile Bu Kavramların Fehîm-i Kadîm Dîvânı’ndaki Kullanımı, Bilig, Ankara.

Batislam D. (2013). Divan Şiirinde Su ve Suyla İlgili Unsurlar, ANADOLU’DA SU MEDENİYETİ DİZİSİ: 5, YAYIN NO: 8, Ankara.

Baykara T. (2003). Lala, DİA, 27. Cilt, İstanbul.

Ferşadoğlu, S. (2013). Hüznün ilâcı, kederin düşmanı.

Gider M. (2013). ŞEYHÜLİSLÂM YAHYÂ DİVÂNI’NDA SU, Türk Dünyası Araştırmalar, Sayı: 203, İstanbul.

Kutlar, F. S. (2015). İki Türkçe Cevahir-Nameye ve Cevherlerin Etkilerine Dair, Milli Folklor.

Şirazi, Ş. S. (2010). ‘‘Bostan’’, Ravza Yayınları, İstanbul, 2010

Yeşilbağ, S. (2019). Muhibbi Divanı’nda Değerli Taşlar, Divan Edebiyatı Araştırmaları Dergisi, İstanbul.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-11

როგორ უნდა ციტირება

ნიქაბაძე Ნ. (2023). სიტყვათა კლების შემთხვევები „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში. TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 2(2), 38–42. https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Nikabadze

გამოცემა

სექცია

სტატიები