სლენგი და მისი გადმოცემის პრობლემა (ჯერომ სელინჯერის The Catcher in the Rye-ის გია ჭუმბურიძისეული თარგმანის მიხედვით)

ავტორები

  • ნინო ცომაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Tsomaia

საკვანძო სიტყვები:

სლენგი, სლენგის თარგმანი, ლექსიკა

ანოტაცია

სლენგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად ენის რთული ფენომენია. მისი გაჩენა ყოველთვის გამოწვეულია ისტორიული, სოციალური თუ კულტურული ტენდენციებით. სლენგი საკმაოდ გავრცელებულია მხატვრულ ლიტერატურაში. მას აქვს მკაფიო ეროვნული, ენობრივი და სოციალური სპეციფიკა და ამიტომ ყველაზე ხშირად გამოიყენება პერსონაჟის შემოქმედებითი მახასიათებლების, სიტუაციისათვის კომიკური ელფერის მისაცემად. საკითხი აქტუალურია, რამდენადაც სლენგი დღეს ნაკლებად შესწავლილია თარგმანის თეორიის კონტექსტში. მისი ფუნქცია არ არის მხოლოდ უცხოენოვანი ტექსტის მნიშვნელობის მიწოდება ადრესატამდე, მან ასევე უნდა გადასცეს კულტურის კონცეფცია. უძველესი დროიდან თარგმანი ასრულებდა ინტერლინგვური და კულტურათშორისი კომუნიკაციის ფუნქციას. სლენგის თარგმნისას მთარგმნელის წინაშე დგას ყველაზე ზუსტი და ადეკვატური თარგმანის საკითხი. ეს მიზანი მიიღწევა სხვადასხვა საშუალებით: კომპენსაცია, დაზუსტება, ანტონიმური თარგმანი, ეკვივალენტური ლექსიკის ჩანაცვლების მეთოდი და ა.შ. საანალიზოდ ავიღეთ ჯერომ სელინჯერის რომანი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, რამდენადაც აღნიშნული ნაწარმოების კვლევა სლენგის თვალსაზრისით ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს. ნაშრომი ეფუძნება ემპირიულ და აღწერით მეთოდებს. ემპირიული კვლევისათვის ჩვენ გამოვიყენეთ თარგმანისა და ორიგინალის შეპირისპირებითი ანალიზი. ინგლისური ენის ლექსიკური ერთეულები შეპირისპირებულია თარგმანში მათ ქართულ ეკვივალენტებთან. ჩვენი მიზანია, თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე გამოვყოთ სლენგი და მთარგმნელობითი ხერხები ამ სიტყვების თარგმნისას. ორიგინალებისა და თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ ის მთარგმნელობითი სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც მიიღება თარგმანები. კვლევის ძირითად მეთოდოლოგიად უნდა მივიჩნიოთ ინტერდისციპლინარიზმი, როგორც თანამედროვე ჰუმანიტარული აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარადიგმული ტენდენცია. ჩვენ მიერ დასახული მიზნიდან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი დისციპლინების დაკავშირება, როგორებიცაა: ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა. თარგმანზე მუშაობისას, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ტექსტთან – ვერბალურ ტექსტთან, რომელსაც შეისწავლის ლინგვისტიკა და, მეორე მხრივ - მხატვრულ ტექსტთან, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეობა იკვლევს. ჯერომ სელინჯერი თავის რომანში „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ ასახავს მთავარი გმირის – ჰოლდენ კოლფილდის სოციოლექტს, რომელიც მეამბოხე თინეიჯერია და რომელსაც აქვს უკომპრომისო შეხედულებები უამრავ საკითხთან დაკავშირებით. რომანში მთავარი გმირის მეტყველება სავსეა ჟარგონული სიტყვებითა და გამონათქვამებით. ამით ავტორი აახლოებს ახალგაზრდა მკითხველს ჰოლდენ კოლფილდის სამყაროსთან, აცოცხლებს იმ სინამდვილეს, რომელშიც მოქმედებენ, ფიქრობენ, საუბრობენ თინეიჯერები რეალურად. ახალგაზრდული სლენგი არის მობილური სისტემა, რომელიც ექვემდებარება მუდმივ ცვალებადობას. ეს ყველაფერი ახალგაზრდულ სლენგს ხდის უკიდურესად სპეციფიკურს და სირთულეებს უქმნის მთარგმნელებს. ნებისმიერი ენის ლექსიკა რეაგირებს ყველა იმ მოვლენაზე, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხდება. თანამედროვე პროზის ენა ავლენს გარკვეულ ტენდენციებს ახალგაზრდების მეტყველებაში. კვლევის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ პერსონაჟები სლენგსა და ჟარგონიზმებს უფრო ხშირად იყენებენ სათქმელის ექსპრესიისა და სიტყვის ემოციური ელფერის გასაძლიერებლად. ვულგარიზმები თარგმნილია შერბილების მეთოდით, თუმცა სინონიმური თარგმანის მაგალითებიც დასტურდება. მხატვრული ეფექტის გასაძლიერებლად შექმნილია სასაუბრო მეტყველებისათვის დამახასიათებელი ფრაზეოლოგიზმები, რომელთა თარგმნისას ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია ეკვივალენტური და ანტონიმური თარგმანის მეთოდები. კვლევამ ცხადყო, რომ თარგმანი არის ენობრივი შუამავლის სახე, რომლის დროსაც სხვა ენაზე იქმნება ორიგინალის კომუნიკაციურად ტოლფასოვანი ტექსტი, რომელიც კომუნიკაციურად ორიგინალის ტოლფარდია და რომლის დანიშნულებაა, სრულფასოვნად შეცვალოს ეს უკანასკნელი.

წყაროები

გაბუნია, თ. (2014). ჯერომ სელინჯერი - ნამდვილი ბრძოლა, თბ., 2014.

თაყაიშვილი, ა. (1961). ქართული ფრაზელოგიის საკითხები, თბ., 1961.

ლომთაძე, თ. (2010). თანამედროვე ქართული სოციოლექტი, თბ., 2010.

მიქავა, ლ. (2016). ფრაზეოლოგიზმები, იდიომატური სიტყვაწარმოება და არანორმატიული ლექსიკა თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში: ფილოლოგიური პარალებები, #8. თბ., 2016.

საყვარელიძე, ნ. (2001). თარგმანის თეორიის საკითხები, თბილისი.

სელინჯერი, ჯ. (2006). კლდის პირზე ჭვავის ყანაში, თბ, 2006 (მთარგმნელი გია ჭუმბურიძე).

სელინჯერი, ჯ. (2020). თამაში ჭვავის ყანაში, თბ, 2020 (მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე).

ღლონტი, ალ. (1988). ქართული ლექსიკოლოგიის საფუძვლები, თბილისი.

ხვითარია, ლ. (1970). ჯერომ დევიდ სელინჯერი, თბილისი.

Aiman.A. “Catcher in the Rye by J.D. Salinger – Review.” The Guardian, Guardian News and Media, 21 June 2012, www.theguardian.com/books/2012/jun/21/review-salinger-catcher-rye.

Salinger, J.D. (2003). The Catcher in the Rye, Antology.

ლექსიკონები

თეზელიშვილი, ს. (2007) უცხო სიტყვათა ლექსიკონი, (სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი, რედ. გურამ აბსანძე), თბილისი.

ბრეგაძე, ლ. (2005). ქართული ჟარგონის ლექსიკონი, თბილისი.

გვარჯალაძე, თ., და გვარჯალაძე, ი. (2003). ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, თბილისი.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ერთტომეული). (1986). თბილისი.

Collins English Dictionary. https://www.collinsdictionary.com/

John, A. (1999). Oxford Dictionary of Slang , Oxford University Press

ონლაინწყაროები:

https://archive.nytimes.com/www.nytimes.com/books/98/09/13/specials/salinger-rye02.html;

http://www.ueji.ne.jp/jd/reviews/monitor.html;

https://www.translate.ge;

https://idioms.thefreedictionary.com/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-11

როგორ უნდა ციტირება

ცომაია ნ. (2023). სლენგი და მისი გადმოცემის პრობლემა (ჯერომ სელინჯერის The Catcher in the Rye-ის გია ჭუმბურიძისეული თარგმანის მიხედვით) . TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 2(2), 43–54. https://doi.org/10.55804/TSU-ti-2/Tsomaia

გამოცემა

სექცია

სტატიები