მონღოლთა ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკა და მისი დიპლომატიური მნიშვნელობა ვატიკანთან ურთიერთობაში XIII საუკუნეში

ავტორები

  • გვანცა ევანისელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო https://orcid.org/0000-0002-1771-737X

DOI:

https://doi.org/10.55804/Tsu-ti-1/Evaniseli

საკვანძო სიტყვები:

მონღოლთა, ტოლერანტული, რელიგიური პოლიტიკა, ვატიკანი

ანოტაცია

მონღოლთა გამოჩენას საერთაშორისო ასპარეზე არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ამ მხრივ გამონაკლისი არც კათოლიკური სამყარო ყოფილა. დასავლეთს ის ფაქტი, რომ მონღოლებმა ბოლო მოუღეს მუსლიმურ, ხორეზმშაჰების სახელმწიფოს ახალი ხალხის მიმართ დადებითად განაწყობდა და ერთობლივი ანტიმუსლიმური კოალიციის შექმნაზე აფიქრებდა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მონღოლთა ვინაობისა და მიზნების შესახებ კვლავ რჩებოდა სერიოზული ეჭვები. მოცემული ნაშრომით შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა ფენომენია “Pax Mongolica” და რა განაპირობებდა მას. რა როლი ითამაშა მონღოლთა რელიგიურმა ტოლერანტობის პოლიტიკამ კათოლიკურ სამყაროსთან ურთიერთობაში. ამასთანავე, ნაშრომის მიზანია იმის გამორკვევა თუ რა მისია ჰქონდა საქართველოს ვატიკანისა და საყაენოს სამოკავშირეო ურთიერთობის დარეგულირებაში. XIII საუკუნე საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარდაქმნების ხანაა. მისი ძირეული შესწავლა განსაკუთრებით თანამედროვე საზოგადოებისთვის ისეთი აქტუალური საკითხის ჭრილში, როგორიც რელიგიური ტოლერანტობაა, ვფიქრობთ, ქართული და არამარტო ქართული ისტორიოგრაფიისათვის ღირებული იქნება. ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე, კვლევისას ძირითადად გამოვიყენეთ ისტორიულ -სისტემურ მეთოდი. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება ისტორიულ-შედარებითი, და წყაროების კრიტიკული ანალიზის მეთოდები. ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებით შევისწავლეთ წყაროში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა, წყაროს ავტორთა მენტალობა და მისი შექმნის მიზანი. ნაშრომშის მეცნიერულ სიახლედ შეგვიძლია მივიჩნიოთ არამხოლოდ მონღოლთა რელიგიური ტოლრანტობის მიზეზის ახლებული ინტერპრეტაცია, არამედ თათარებსა და ვატიკანს შორის არსებულ ურთიერთობაში საქართველოს როლის განსაზღვრა და შეფასება. კვლევის შედეგად ვასკვნით, რომ მონღოლთა რელიგიური შემწყნარებლობის განმაპირობებელი არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური და სავაჭრო -ეკონომიკური მოტივებიც იყო. მათმა ტოლერანტულმა პოლიტიკამ კათოლიკურ სამყარო დააბნია, დასავლეთში ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ ილხანთა საყაენოსა და ოქროს ურდოში კათოლიკურ რელიგიას აღიარებდნენ. ამავდროულად, ვატიკანსა და ჰულაგუიანებს საერთო მტერიც ჰყავდათ ეგვიპტის საულთნოს სახით. შესაბამისად ამ ფაქტორებმა მათ შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობის დამყარებას შეუწყო ხელი. რაც შეეხება მეორე მონღოლურ სახელმწიფოს - ჯუჩის ულუსს, მათსა და კათოლიკურ სამყაროს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა ძირითადად ეკონომიკური ფაქტორით იყო განპირობებული. ილხანთა საყაენოს ვასალურ დაქვემდებარებაში მყოფი საქართველო, რომელიც მიუხედავად სქიზმისა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა ვატიკანთან, ავტომატურად იქცა ორ მოკავშირეს შორის შუამავალ სახელმწიფოდ. ამრიგად, მონღოლების რელიგიურმა პოლიტიკამ დასავლეთთან და დაპყრობილ ხალხთან ურთიერთობა უფრო გაამარტივა. "Pax Mongolica"-მ ხელი შუეწყო არამხოლოდ დაპყრობილი ხალხის იმპერიის შემადგენლობაში ხანგრძლივად ყოფნას, არამედ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

ავტორის ბიოგრაფია

გვანცა ევანისელი , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

გვანცა ევანისელი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შუა საუკუნეების კათედრის დოქტორანტი და მოწვეული პედაგოგია. 2013-2017 წლებშi სწავლობდა და დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრი, ხოლო 2017-2019 წლებში - მაგისტრატურა. მას გამოქვეყნებული აქვს ორი სტატია.  აბაღა ყაენის მიერ დასავლეთში გაგზავნილი ელჩების ვინაობის საკითხისათვის, 2021 წელი.  ასევე, 2021 წელს სამცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებულში (შუა საუკუნეების საქართველო ევროპული და აღმოსავლური კულტურის კონტექსტში) გამოქვეყნებული აქვს სტატია სათაურით: დიდი სქიზმა და საქართველო - გიორგი მთაწმინდელი. მისი საკვლევი საკითხია მონღოლების, ვატიკანისა და საქართველოს ურთიერთობები მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში. აგრეთვე, დაინტერესებულია ჯვაროსნული ლაშქრობებითა და წმინდა საყდრის დიპლომატიური და ეკუმენური ურთიერთობებით.

წყაროები

Aigle, D., (2005) “The Letters of Eljigidei, Hülegü, and Abaqa: Mongol Overtures or Christian Ventriloquism?”, Inner Asia, pp. 143-162.

Atwood, Ch., P., “Validation by Holiness or Sovereignty: Religious Toleration as Political Theology in the. Mongol World Empire of the Thirteenth Century”, The International History Review, pp. 237-256

Bird, J., (2013) “Crusade and Christendom: Annotated Documents in Translation from Innocent III to the Fall of Acre, 1187-1291”, Philadelphia: University of Pennsylvania Press.

Carpine, Giovanni da Pian del, “The Story of the Mongols Whom We Call the Tartars” (Trans. by G. Kkikodze), Tbilisi.

Ciocîltan, V., (2012) “The Mongols and the Black Sea Trade in the Thirteenth and Fourteenth Centuries” (Trans. by. Samuel Willcocks), Leiden-Boston: Brill.

Evaniseli, G., (2019), “The Eastern Policy of the Papacy and Georgia - Ecumenical and Diplomatic Relations of the Holy See (from the Thirteenth Century to the Thirties of the Fourteenth Century)”, Tbilisi, https://openscience.ge/bitstream/1/653/1/samagistro%20evaniseli.pdf

Evaniseli, G., (2021) “On the Nationality of Abaqa Khan's Envoys to Europe”, Gori State Teaching University, Faculty of Humanities, Collection of the Proceeding of the Centre for Historical Studies and Archaeology, №20, pp. 19-28

Gogoladze, A., Tsitlanadze, T., Karchava, T., Silagadze, N., (2015) “Georgia and the Latin Levant according to the Accounts of Jacques de Vitry”, Tbilisi, Publishing House “Meridiani”

Grekov, B. D., Yakubovsky, A. Y., “The Golden Horde and Its Downfall”, Moscow and Leningrad, USSR Academy of Sciences Press, https://webcache.googleusercontent.com/search?q=cache%3Aom5WXUpiIvAJ%3Ahttps%3A%2F%2Fstudfile.net%2Fpreview%2F5553395%2Fpage%3A13%2F%20&cd=13&hl=en&ct=clnk&gl=ge&fbclid

Hautala, R. V., (2013) “Latin Sources on the Religious Situation in the Western Mongol Uluses in the Late 13th-Early 14th Centuries”, Golden Horde Civilization, pp. 273-281.

Hautala R. V., (2014) “Letters of the Franciscan Missionaries from the Golden Horde: Latin Sources on the Religious Policy of Öz Beg Khan (1312/13-1341)”, Rossica Antiqua, pp. 63-103.

Jackson, P., (2014) “The Mongols and the West, 1221 1410”, New York, Routledge.

Juwaynī, ʿAṭā Malek, (1974), “Foreign Sources on Georgia (Juwaynī’s Accounts on Georgia)”, (Trans. by R. Kiknadze), Tbilisi, Publishing House “Metsniereba”

Kaukhchishvili, S., (1959) “The Life of Kartli”, Vol. 2., Tbilisi, https://wikisource.org/wiki/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_-_%22%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%22_(1959)#%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97,_%E1%83%AB%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90,_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95 “A Hundred Year Chronicle” (1959) by the Chronicler “The Sixty-Second Kings: David, Son of Lasha-Giorgi, and David, Son of Queen Rusudan, from the Bagrationi Dynasty”.

Lane, G., (2003) “Early Mongol Rule in Thirteenth-Century Iran: A Persian Renaissance”, London and New York: RoutledgeCurzon.

Mamistvalishvili, E., (2016) “The Foreign Affairs and Diplomacy of Georgia IV: Georgia and the Crusaders”. Tbilisi, Publishig House “Saari”.

Mann, H. K., (1931) “The Lives of the Popes in the Early Middle Ages”. Vol. 17, London.

Rossabi. M., (2012) “The Mongols: A Very Short Introduction”, New York : Oxford University Press.

Ruysbroeck, Willem van, (1942) “The Journey of William of Rubruck to the Eastern Parts of the World” (Trans. by G. Kkikodze), Tbilisi.

Tabagoua, I., (1984) Georgia in Archives and Libraries of Europe (XIII-XVI centuries). Tbilisi, Metsniereba.

Tanase, Th., (2018) “A Christian Khan of the Golden Horde? “Coktoganus” and the Geopolitics of the Golden Horde at the Time of its Islamisation”, Revue des mondes musulmans et de la Méditerranée, 143, 49-64.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-07

როგორ უნდა ციტირება

Gvantsa Evaniseli. (2022). მონღოლთა ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკა და მისი დიპლომატიური მნიშვნელობა ვატიკანთან ურთიერთობაში XIII საუკუნეში . TSU-Ti საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 1(1). https://doi.org/10.55804/Tsu-ti-1/Evaniseli

გამოცემა

სექცია

სტატიები