ავტორებისათვის
ავტორებმა რედაქციაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალები:
- განაცხადი
- მოკლე სამეცნიერო ბიოგრაფია
- სტატია
სტატიის გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი:
- სტატიის ენა - ქართული და/ან ინგლისური;
- სტატიის სრული ტექსტი ქართულ ენაზე და მისი ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე ( 2 გვერდი). (სასურველია, სარედაქციო საბჭოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ ავტორმა წარმოადგინოს სტატიის ინგლისური თარგმანიც. ასეთ შემთხვევაში ვრცელი, ორგვერდიანი ინგლისური რეზიუმეს წარმოდგენა საჭირო არ არის).
- უცხოელმა ავტორებმა შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ სტატიის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე;
- სტატია მოგვაწოდეთ DOC(MS-Word), ODT, SXW(OpenOffice) ან RTF (Rich Text Format) ფაილის სახით.
- რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის;
- ფურცლის ზომა A4;
- მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.
- შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის- Times New Roman
- შრიფტის ზომა -12;
- სტრიქონებს შორის მანძილი -1;
- გვერდების რაოდენობა - 7-10;
- ფურცელი არ ინომრება.
- ციტირების სტილი: APA (https://apastyle.apa.org )
სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:
- მონაცემები ავტორის (თითოეული თანაავტორის) შესახებ:
- ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი (ცენტრირებული, შრიფტის ზომა 12);
- მოკლე აკადემიური ბიოგრაფია (არაუმეტეს 100 სიტყივსა).
- სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
- მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 4-5 სტრიქონისა) სტატიის ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12); ანოტაცია არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს.
- საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა- სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12 );
- სტატიის ძირითადი ნაწილი - (შრიფტის ზომა 12);
- თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს, აუცილებელია:
- ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული იყოს შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
- ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები (ფორმატი - 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით;
- თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება;
- საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება იქვე, მასალის სათაურის ქვემოთ;
- ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).
- წარმოდგენილი უნდა იქნას სტატიის როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი და ავტორის მიერ ხელმოწერილი, ასევე ელექტრონული ვერსია (მისამართი: 0179 თბილისი, ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, ოთახი #204