ჟურნალის შესახებ
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის საორგანიზაციო ჯგუფის ინიციატივით (იდეის ავტორი − გუნდის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ეკატერინე ნავროზაშვილი), სიმპოზიუმის ბაზაზე დაფუძნდა ბილინგვური რეცენზირებადი სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი „TSU-ti“. ჟურნალის სახელწოდება (TSU Towards Internationalization) ასახავს ჩვენს მთავარ ამოცანას – ხელი შეეწყოს ჰუმანიტარულ დარგებში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ინტერნაციონალიზაციას.
ჟურნალის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ჰუმანიტარული და მომიჯნავე პროფილის სპეციალისტები: პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევრები როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ისე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებიდან. ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი „TSU-ti“ მიზნად ისახავს საერთაშორისო საძიებო ბაზებში ჩართვას. თითოეული შემოსული სტატია გაივლის ორმაგ ანონიმურ რეცენზირებას.
2022 წლის ივლისში გამოიცა ჟურნალის პირველი ნომერი (ისტორიისა და არქეოლოგიის თემატური მიმართულებით) და ის უკვე ინდექსირებულია Google Scholar-სა და Crossref-ში თითოეული სტატიისთვის სათანადო ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) მითითებით.
დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევართათვის წარსადგენი სტატიის შეფასების პროცედურა და კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ჟურნალის ვებგვერდზე, შესაბამის განყოფილებაში. ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ.
წინამდებარე პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (შიფრი: SP-2-21-504)
ჟურნალის DOI: https://doi.org/10.55804/TSU-ti
P-ISSN: 2720-8400
E-ISSN: 2720-8419